ENG

ტენდერი სამი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანის ჯავშნირებაზე

დასახელება

ტენდერი სამი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანის ჯავშნირებაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

28 მარტი, 2019

აღწერილობა

 
 
 
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
 
სამი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანის ჯავშნირება  
 
 
 
 
 
2019 წელი
 
 
 
 
1. შესყიდვის ობიექტი
 
1.1 სამი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანის ჯავშნირება, სატენდერო განცხადების მე-7-ე პუნქტის და ფასების ცხრილის (დანართი N 1-ის) შესაბამისად;

 

2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება სატენდერო განცხადების მე-7-ე პუნქტის და ფასების ცხრილის (დანართი N 1-ის) მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
  •  
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს  შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სს „ლიბერთი ბანკი“,  ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162.

 

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
4.2  ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ  მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.3 მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 28 მარტი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს„ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი.  ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც 
      მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია,  
      სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სამი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანის  ჯავშნირებაზე).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს   შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული: შორენა თავაძე
       ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200

 

7. მინიმალური მოთხოვნები ჯავშნისთვის
ა) ჯავშნირება:
  • სექტორი - სალონი - დაცვის დონე B4+, 4,40მმ ჯავშანი (ევროსტანდარტი EN 1522);
  • სექტორი - კუნგი - დაცვის დონე B3, ერთი კარით, 2,5მმ ჯავშანი (ევროსტანდარტი EN 1522);
  • მინები - 41,50-44,50მმ სისქის ლამინირებული B4+ (ევროსტანდარტი EN 1063); 
  • ჯავშნის ელემენტები იმგვარად უნდა იყოს კაბინაში განლაგებული, რომ იცავდეს 90°-იანი გვერდითი სროლისგან და ზედა მხრიდან 30°-იანი სროლისგან;
  • კარებების ჭრილში უნდა იყოს ჯავშნის თანხვედრა (კარსა და ძარას შორის ჭრილი, ჯავშნით გადაფარული უნდა იყოს არანაკლებ 2 სმ-ით); 
  • წინა საქარე მინაზე მთლიანად დამცავი შრე უნდა იყოს გადატარებული, აღნიშნული შრე დაცული უნდა იყოს დელამინაციისგან (შუშების მსხვრევის საწინააღდეგო დამცავი ფენა, გარეგანი ვიზუალური ნიშნების გარეშე) 

 

ბ) მძღოლის და ეკიპაჟის კაბინა:
  • მძღოლისა და ეკიპაჟის კარის ჩამკეტი ელექტრო სისტემა (ჩამკეტი ღილაკი დამონტაჟებული უნდა იყოს მძღოლის სიახლოვეს);
  • ავტომანქანის ელექტრო წრედის მექანიკური ჩამრთველ/გამომრთველი (აალების ან ხანძრის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს ელექტროობის სრული გათიშვა ღილაკზე თითის დაჭერით და/ან ბერკეტის დატრიალების საშუალებით);
  • საავარიო სირენა;
  • 4 ცალი სასროლი ნიშა ყველა კარზე (ცეცხლსასროლი იარაღის ლულა უნდა ეტეოდეს ისეთნაირად, რომ  მანქანაში მჯდომს შესაძლებლობა ქონდეს ყველა მიმართულებით ისროლოს);
  • ცეცხლმაქრი 2კგ (დიზელის/ბენზინის/ელექტროობის ჩასაქრობად გათვალისწინებული);
  • იატაკის ანტისტატიკური, არასრიალა, არააალებადი საფარი
  • უკანა ხედვის კამერა მონიტორით;
  • ჭერზე დამონტაჟებული ტურბო გამწოვი ვენტილაცია;
  • კაბინის შიდა კედლები დაფარული უნდა იყოს ე.წ. „ხალიჩის“ მსგავსი მატერიით;
  • სატრანსპორტო საშუალების აკუმულატორი და ელ. ბლოკი უნდა იყოს დაცული ტყვიის მოხვედრის დაზიანებისგან (ჩასმული უნდა იყოს ტყვიაგაუმტარ ჩარჩოში);
  • კარის და სტერჟნების გამაგრება, რათა აიტანოს დაჯავშნილი კარის ზეწოლა და კარის მოძრაობისას აიცილოს დეფორმაცია;
  • დამატებითი დამჭერები (ე.წ. რემნით), გაღებისას კარის მოწყვეტისგან დასაცავად;
  • კარის დამატებითი შემზღუდავები მძღოლის და გვერდით კარებებზე, რათა კარებების მოძრაობის დროს არ მოხდეს მისი უსაზღვრო მოძრაობა;
  • კაბინის შიდა LED განათება;
  • გამოყენების ინსტრუქცია ქართულ ან რუსულ ენაზე;
  • საკომუნიკაციო სისტემა როგორც ხმამაღლა მოლაპარაკეზე, ასევე მიკროფონზე (მანქანის სალონიდან გარეთ ლაპარაკის საშუალება, ასევე მანქანის გარეთ ლაპარაკის შიგნით მოსმენა);
  • ხელსაწყოების ყუთი (უნდა შეიცავდეს საბურავის გასაღებს, დამატებით საბურავის, 12 ვოლტიანი „ნასოსი“ საბურავებისთვის, ავტომობილის წონის შესაბამისი ამწე, აფთიაქი);
  • 5 ცალი ციმციმა (2 წინ, 2 უკან და 1 ცალი ჭერზე, მარჯვენა წითელი და მარცხენა ლურჯი);
  • გამაფრთხილებელი სიგნალი, როდესაც 4x4 არის ჩართული და მძროლი გადააჭარბებს 50კმ სიჩქარეს;
  • შიდა მექანიკური საკეტები ყველა კარისთვის;
  • ვიდეო სისტემა 4 ცალი გარე კამერით სახურავზე და 1 ცალი შიდა კამერა მძროლის გვერდით მგზავრის ადგილთან;
  • ორკამერიანი ვიდეორეგისტრატორი (შიდა/გარე გადაღების და ჩაწერის ფუნქციით);
  • გაძლიერებული წინა ბამპერი (ლითონის ბამპერი დუგებით);
  • კუნგის გაღების დუბლირებული (სალონიდან ელექტრო და საჭიროების შემთხვევაში გარედან მექანიკური) სისტემა;
  • გარანტია: ქარხნულ წუნზე - არანაკლებ 2 წელი, შუშებზე - არანაკლებ 3 წელი, ჯავშანზე - არანაკლებ 5 წელი.
  • დაბურული წინა და უკანა გვერდითა მინები, წინა მინები  30%-ით, ხოლო უკანა მინები 70%-ით.