ENG

ტენდერი 100 ერთეული პლანშეტის შესყიდვაზე

დასახელება

ტენდერი 100 ერთეული პლანშეტის შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

28 მარტი, 2019

აღწერილობა

 
 
 
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
 
 
 
100 ერთეული პლანშეტის შესყიდვა
 
 
 
 
 
 
2019 წელი 
 
 
 
 
1. შესყიდვის ობიექტი
1.1 100 ერთეული პლანშეტის შესყიდვა ფასების ცხრილისა და სპეციფიკაციების (დანართი N1) მიხედვით. 
 
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს  შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს საწყობში. 

 

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
4.2 ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.3 მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

 

6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 28 მარტი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი 100 ერთეული პლანშეტის შესყიდვაზე).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე მობ: 595 90 12 00; ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; ტექნიკურ საკითხებზე -თენგიზ დოლიძე 596 54 54 44;            ელ-ფოსტა: tengiz.dolidze@lb.ge