ENG

ტენდერი სკუტერების შესყიდვაზე

დასახელება

ტენდერი სკუტერების შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

01 აპრილი, 2019

აღწერილობა

 
 
 
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
 
 
 
 
 
სკუტერების შესყიდვა 
 
 
 
 
2019 წელი 
 
 
 
 
1. შესყიდვის ობიექტი
1.1  სკუტერების შესყიდვა  ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად.

 

2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
 
  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია გეგმიური ტექ. მომსახურების შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
  • რეკვიზიტები;
  •  
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162, სს „ლიბერთი ბანკი“. 

 

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
4.2  ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის  მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.3 მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

 

6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 01 აპრილი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი  სკუტერების შესყიდვაზე).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე  მობ: 595 90 12 00; ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge