დასახელება
ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკაზე
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა
01 აპრილი, 2019
აღწერილობა
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
სატენდერო დოკუმენტაცია
სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკა-შეკეთება
2019 წელი
1. შესყიდვის ობიექტი
- ლოტი N 1 (სპლიტ კონდიციონერები);
- ლოტი N 2 (კასეტური კონდიციონერები);
- ლოტი N 3 ( არხული ვენტილაცია);
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები (ბოლო ერთი თვის);
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1, დანართი N2, დანართი N3 );
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს
დანართი N4-ში , მითითებული მისამართების შესაბამისად; მომსახურების პერიოდში შესაძლებელია მისამართების მცირედი დაკორექტირება;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
4.2 ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის
(დანართი N5) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 ტენდერის სამივე ლოტში გამარჯვებულმა კომპანიამ:
• ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში, უნდა უზრუნველყოს მთელი საქართველოს მასშტაბით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში არსებული კონდიციონერების დიაგნოსტიკა დანართში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
• დიაგნოსტიკის დროს დაფიქსირებული დაზიანების შესახებ, შემსრულებელმა უნდა აცნობოს ბანკის წარმომადგენელს და თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაზიანებული ნაწილის შეცვლა/შეკეთება ფასების ცხრილში მითითებული ტარიფების შესაბამისად;
• ფილიალების ჩამონათვალი და მისამართები მითითებულია დანართებში;
6.2 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
6.3 გამარჯვებულ კომპანიათან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარებაზე;
6.4 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ერჯერადად, ტენდერში მითითებული პირობის და ვადების შესაბამისად;
6.5 დიაგნოსტიკის დასრულების შემდეგ, კომპანია ვალდებულია მოემსახუროს ბანკს მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის გაგზავნიდან თბილისში - 24 საათის განმავლობაში, რეგიონში - 48 საათის განმავლობაში, დაადგინოს დაზიანების მიზეზი და ცხრილში მითითებული ტარიფების შესაბამისად მოახდინოს მათი აღმოფხვრა;
6.6 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 01 აპრილი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
6.7 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკაზე).
6.8 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე მობ: 595 901 200; ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@libertybank.ge; ტექნიკურ საკითხებზე - გიორგი მდივნიშვილი მობ: 551 888 398; ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@libertybank.ge