ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ტენდერი სამი ერთეული ავტომანქანის შესყიდვაზე
24 მაისი, 2019
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
სატენდერო დოკუმენტაცია
სამი ერთეული ავტომანქანის შესყიდვა
2019 წელი
1. შესყიდვის ობიექტი
1.1 სამი ერთეული ავტომანქანის შესყიდვა, ფასების ცხრილის (დანართი N 1-ის) შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
შენიშვნა:
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სს „ლიბერთი ბანკი“, ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162.
3.2 ავტომანქანები უნდა იყოს განბაჟებული
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
4.2 ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.3 მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 24 მაისი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს„ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი. ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც
მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია,
სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სამი ერთეული ავტომანქანის შესყიდვაზე).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული: შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200; ტექნიკურ საკითხებზე: გიორგი ნონიკაშვილი ელ-ფოსტა:
Giorgi.Nonikashvili@lb.ge; მო ბ: 599 880 899