დასახელება
ტენდერი ტურნიკეტების შესყიდვა/მონტაჟზე
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა
03 ივნისი, 2019
აღწერილობა
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
სატენდერო დოკუმენტაცია
ტურნიკეტების შესყიდვა/მონტაჟი
2019 წელი
1. შესყიდვის ობიექტი
1.1 ტურნიკეტების შესყიდვა/მონტაჟი ფასების ცხრილის, სპეციფიკაციებისა და ფოტოების (
დანართი N1) შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერების მიწოდება/მონტაჟის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს ხარისხიანი მართვის მოქმედი ISO9001 სერტიფიკატი
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 ტურნიკეტების მონტაჟი უნდა განხორციელდეს თბილისის მასშტაბით;
3.2 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N74 სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათაო ოფისი.
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
4.2 ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.3 მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (
დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 3 ივნისი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ტურნიკეტების შესყიდვა/მონტაჟი).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე მობ: 595 90 12 00; ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge;