ENG

ტენდერი სამი ერთეული სატვირთო მიკროავტობუსის ჯავშნირებაზე

დასახელება

ტენდერი სამი ერთეული სატვირთო მიკროავტობუსის ჯავშნირებაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

13 ივნისი, 2019

აღწერილობა

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
სამი ერთეული სატვირთო მიკროავტობუსის ჯავშნირება  
 
 
2019 წელი
 
 
1. შესყიდვის ობიექტი
1.1 სამი ერთეული სატვირთო მიკროავტობუსის ჯავშნირება, სატენდერო განცხადების მე-7-ე პუნქტის და ფასების ცხრილის (დანართი N 1-ის) შესაბამისად;
 
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება სატენდერო განცხადების მე-7-ე პუნქტის და ფასების ცხრილის (დანართი N 1-ის) მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
3.1 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს  შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სს „ლიბერთი ბანკი“,  ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162.
 
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
4.2  ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ  მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.3 მომწოდებელი კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ შესაბამის თანხაზე ბანკისთვის მისაღები საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
 
5. ზოგადი პირობები
5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 13 ივნისი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს„ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი.  ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც  მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სამი ერთეული სატვირთო მიკროავტობუსის ჯავშნირება).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს   შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული: შორენა თავაძე. ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200
 
7. მინიმალური მოთხოვნები ჯავშნისთვის
- სალონი და სატვირთო ნაკვეთური კაფსულა - დაცვის დონე B4+
- მინები - დაცვის დონე B4+
- ჯავშანზე ტყვიის მოხვედრის დასაშვები კუთხეები - გვერდიდან, წინიდან, უკნიდან - 90 გრადუსი, ზემოდან - 30 გრადუსი
- კარების ჭრილებში ჯავშნის თანხვედრა - მინიმუმ 2 სმ
- წინა საქარე ჯავშანმინაზე შიდა მხარეს მსხვრევისგან დამცავი ფენა
- ყველა კარის ჩამკეტი ერთიანი ელექტროსისტემა (ელექტროურდულები) - მძღოლის სიახლოვიდან სამართავი ღილაკით
- ელექტრო წრედის გათიშვის მექანიკური სისტემა - მძღოლის სიახლოვეს
- 4 სასროლი ნიშა (მანქანის კონფიგურაციიდან გამომდინარე, შეთნხმებულ ადგილებზე)
- ცეცხლმაქრი უნივერსალური (ბენზინი, დიზელი, ელექტროობა)
- იატაკის არააალებადი, ანტისტატიკური საფარი
- უკანა ხედვის კამერა მონიტორით
- სავენტილაციო ნიშა  გამწოვით
- საევაკუაციო გასასვლელი ჭერზე (შესაძლებელია დუბლირებული გამწოვთნ ერთად)
- კაბინის შიდა  კედლები - რბილი მატერიით დაფარული
- კვების წყაროს და ელექტრობლოკების ტყვიაგაუმტარი საფარით აღჭურვა
- ყველა კარის გამაგრება ვერტიკალური დატვირთვების საწინააღმდეგოდ
- ყველა კარის გაღების შემზღუდავების დამატება
- კაბინის შიდა განათება
- საკომუნიკაცია სისტემა (გარედან შიგნით / შიგნიდან გარეთ)
- დამატებითი აქსესუარები - საბურავის ქანჩი, წონის შესაბამისი ამწევი მექანიზმი (დომკრატი), მინიაფთიაქი, ჰაერის კომპრესორი
- ციმციმა მაშუქი მოწყობილობა ლურჯ-წითელი - ძირითდი მანქანის სახურავზე, დამატებითი წყვილები წინ და უკან, სულ 5 ცალი
- ხმამაღლამოლაპარაკე და სირენა
- შიდა მექანიკური ურდული ყველა კარისთვის
- უკანა სვლის გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი