ENG

სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე

დასახელება

სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

27 ივნისი, 2019

აღწერილობა

 
 
 
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“
 
 
სატენდერო   დოკუმენტაცია
 
 
სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა
 
 
 
 
 
 
 
 
2019 წელი
 
 
 
1. შესყიდვის ობიექტი და სპეციფიკაციები;
1.1 სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად.
 
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი N1) -ის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
 
3.1 განსაზღვრული საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული ფოსტით მოთხოვნის შესაბამისად. მიწოდების ადგილი, მისამართები და დისპენსერების რაოდენობა იხილეთ დანართი N2-ში;
 
შენიშვნა:
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
 
4. ტექნიკური პირობები
 
4.1 მომწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაამონტაჟოს და დროებით   სარგებლობაში (უფასოდ) გადასცეს შემსყიდველს საჭირო რაოდენობის წყლის ჩამოსასხმელი აპარატი (დისპენსერი), რომელსაც უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი მოწოდების ფუნქცია (ცივი და ცხელი) და რომელიც თავსებადი უნდა იყოს შემოთავაზებული სასმელი წყლის ბალონებთან;
4.2 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ დამონტაჟებული აპარატის (დისპენსერების) გამართული მუშაობა.
4.3   შესყიდვის ობიექტის რაოდენობა არის სავარაუდო (შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება უზრუნველყოს რაოდენობის სრულად ათვისება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში);
4.4   წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს სასმელი წყლისათვის განსაზღვრულ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ნორმებს, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული წყლის ხარისხის/შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ლაბორატორიული დასკვნა;
 
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  
 
5.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
5.2 ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, თანდართული ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
5.4 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
5.5 გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს“ლიბერთი ბანკში“;
 
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
 
6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 27 ივნისი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სასმელი წყლისა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე).
6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე 595901200; ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge