ENG

რა სიახლეა?


ბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% შეძენა შესაბამისი რეგულატორული თანხმობების მიღების შემდეგ. ხოლო დანარჩენი 4.01% აქციებს ფლობენ მინორიტარი აქციონერები/ფიზიკური პირები.

 

შეიცვლება თუ არა ჩემი ანგარიში ან ბარათი?


არა. მომხმარებლების ანგარიშები, ბარათები და საბანკო პროდუქტები რჩება უცვლელი.

უსაფრთხოდ არის თუ არა ჩემი ფინანსები / დეპოზიტები?


დიახ, თქვენი დეპოზიტი/ფინანსები დაცულია. ლიბერთი ბანკი საქმიანობს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უსაფრთხოების და ფინანსური მდგრადობის მოთხოვნების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს საბანკო სისტემის სტაბილურობას.

 

შეიცვლება თუ არა მომსახურების პირობები?


არა, ამ ეტაპზე მომხმარებლებისთვის მომსახურების პირობები უცვლელი რჩება.

შეიცვლება თუ არა მომსახურე ფილიალები?


არა, ლიბერთის მომსახურების ცენტრები და ფილიალები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

რას ნიშნავს ეს ტრანზაქცია მომხმარებლებისთვის?


ეს ტრანზაქცია აერთიანებს ორ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტს და ხელს უწყობს ჯანსაღ და კონკურენტულ საბანკო გარემოს, რაც საბოლოოდ, მომხმარებლებისთვის შექმნის უფრო ფართო ფინანსურ არჩევანს და შესაძლებლობებს.

 

შეიცვლება თუ არა ბანკის სახელი ან ბრენდი?


არა. ამ ეტაპზე ლიბერთი ბანკი აგრძელებს საქმიანობას საკუთარი ბრენდით. ნებისმიერი შესაძლო ცვლილების შესახებ მომხმარებლები წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას.

შევძლებ თუ არა კვლავ ჩვეულებრივად გამოვიყენო ჩემი მობაილ ბანკი და ინტერნეტ ბანკი?


დიახ. მობაილ ბანკი, ინტერნეტ ბანკი და სხვა ციფრული სერვისები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

 

უნდა მივიდე თუ არა ბანკში რაიმე ცვლილების გასაფორმებლად?


არა მომხმარებლების ბანკში მოსვლა ან რაიმე დამატებითი მოქმედება საჭირო არ არის.

შეიცვლება თუ არა ჩემი სესხის ან დეპოზიტის პირობები?


არა თქვენი არსებული სესხის/დეპოზიტის პირობები არ შეიცვლება. უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები უცვლელი რჩება.

შეიცვლება თუ არა საპენსიო და სოციალური მომსახურების პირობები, პენსიას ან სოციალურ სარგოს ბაზისბანკში ავიღებ?


არა, სოციალური პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობას განაგრძობთ მხოლოდ ლიბერთი ბანკის ფიზიკურ და დისტანციურ არხებში, ვინაიდან, საპენსიო და სოციალური სარგოს დისტრიბუციის ხელშეკრულება დადებულია სოციალურ სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის.

 

შეიცვლება თუ არა ლიბერთის ხელმძღვანელობა?


ბიზნეს პროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას. სხვა ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

 

სად შეიძლება მივიღო დამატებითი ინფორმაცია?


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ლიბერთის დისტანციური მომსახურების ცენტრს ნომერზე 032 2 55 55 00 ან უახლოეს მომსახურების ცენტრებს.