ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთი ბანკმა მომხმარებელს მობილ ბანკის წამახალისებელი აქცია 2015 წლის 22 აპრილს შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ყოველი მე-5,000 ტრანზაქციის ავტორს თავად შეუძლია ორი პრიზიდან ერთ-ერთის არჩევა - iPhone 6 ან Samsung Galaxy S6. აქციაში ავტომატურად ერთვება ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელი, რომელიც აქციის მოქმედების ვადაში მობილ ბანკის აპლიკაციით ერთხელ მაინც განახორციელებს ტრანზაქციას.
დამატებით, ლიბერთი ბანკმა ინტერნეტ ბანკის არსებულ მომხმარებელსაც შესთავაზა წამახალისებელი აქცია, რომლის ფარგლებშიც ინტერნეტ ბანკით განხორციელებული ყოველი მე-5,000 ტრანზაქციის ავტორი დასაჩუქრდება iPad mini 3-ით. აქციის შესახებ მომხმარებლებმა ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს.
აღნიშნული აქციის ფარგლებში, 1 ივნისს ლიბერთი ბანკმა უკვე გამოავლინა სამი გამარჯვებული. მობილ ბანკის ერთი მომხმარებელი, მე - 5,000 ტრანზაქციის ავტორი, ანა ჩოხელი, რომელსაც სურვილისამებრ საჩუქრად გადაეცა iPhone 6 და ინტერნეტ ბანკის ორი მომხმარებელი, იზა კომლაძე და დალი მერაბიშვილი, რომლებმაც გათამაშების პირობის თანახმად საჩუქრად მიიღეს iPad mini 3
წამახალისებელი აქცია კვლავ გრძელდება. მობილ ბანკის და ინტერნეტ ბანკის გააქტიურება უფასოა ყველა მსურველისთვის. თუ მომხმარებელს გააქტიურებული აქვს ინტერნეტ ბანკის მომსახურება, იგივე პარამეტრებით შესაძლებელია მობილ ბანკში ავტორიზაციის გავლა. ინტერნეტ ან მობილ ბანკის გასააქტიურებლად, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს და გაიაქტიუროს მომსახურება უფასოდ.
მობილ ბანკის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store - დან ან Google Play Store - დან. აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android სისტემის სმარტფონებისთვის. დამატებითი დეტალები მოცემულია ვებ გვერდზე www.LibertyBank.ge/mobile
ლიბერთი ბანკი მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელად შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ინტერნეტ და მობილ ბანკის გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, გადარიცხოს თანხა საქართველოში ან საზღვარგარეთ, მიიღოს ან გაგზავნოს საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილები, გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, დაფაროს სესხი, გახსნას ანაბარი. ამასთანავე, ინტერნეტ და მობილ ბანკით შესრულებულ ოპერაციებზე, მომხმარებელს უგროვდება ქულები ლიბერთი კლუბში რომელთა სანაცვლოდ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ნაღდი ფული, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები ან შეივსოს მობილურის სასაუბრო დრო.
ლიბერთი ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების კმაყოფილებაზე და მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: დოდო ბოჭორიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
dodo.bochorishvili@libertybank.ge
info@libertybank.ge