ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
2015 წლის 13 ივლისს UnionPay International (UPI) უკონტაქტო QuickPass ბარათების გამოშვების შესახებ განცხადება ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ და UnionPay International - ის პრეზიდენტმა, ში ვანჩაომ გააკეთეს. უკონტაქტო QuickPass ბარათების გამოშვების სამუშაოები მიმდინარეობს და პროდუქტი მომხმარებლებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი. ლიბერთი ბანკი აღნიშნული პროექტის განხორცილებელით იქნება რეგიონში პირველი ბანკი, რომელიც გამოუშვებს უკონტაქტო UPI QuickPass ბარათებს. უკონტაქტო ბარათის გამოყენებით, მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში POS ტერმინალზე ბარათის დადებით გადაიხადონ თანხა სწრაფად და მარტივად. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენენ უკონტაქტო ბარათები მაღაზიებში, რესტორნებში, აფთიაქებში, ინტერნეტ მაღაზიებსა და სხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.
ლიბერთი ბანკი არის ერთ-ერთი საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს UnionPay International - ის სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობს. 2014 წლის აგვისტოდან ლიბერთი ბანკმა უკვე გასცა 197,000-ზე მეტი Classic და 58,000-ზე მეტი Diamond სახეობის UPI ბარათი. ამავდროულად, ლიბერთი ბანკმა წარმატებით დაასრულა ჩიპიანი UPI ბარათების დანერგვის პროექტი. ლიბერთი ბანკის UPI ბარათით გადახდის დროს მომხმარებლებს უგროვდებათ ქულები ლიბერთი კლუბში. დაგროვილი ქულები კი შეუძლიათ გადაცვალონ ნაღდ ფულში, შეავსონ მობილურის სასაუბრო დრო და გადაიხადონ კომუნალური გადასახდელები. დამატებით, ყველა ბარათის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს 50% - მდე ფასდაკლებით cheap.ge - ს პარტნიორ ობიექტებში. UPI ბარათის მფლობელები დამატებით სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით და ფასდაკლებებით მსოფლიოს მასშტაბით.
„მოხარული ვარ, რომ ქართველ მომხმარებლებს ვთავაზობთ გადახდის კიდევ ერთ ახალ მოქნილ სისტემას - UPI უკონტაქტო ბარათს. ლიბერთი ბანკი არის უმსხვილესი იმ საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქართველოში, რომელიც ბარათების გამოშვებითა და გადახდების მიღებით, პარტნიორობს UnionPay International - თან. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ განვავითაროთ და შევქმნათ ახალი პროდუქტები, რაც დამატებით კომფორტსა და მოქნილობას უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლებისთვის” - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ.
„UnionPay International მუდმივად ფართოვდება და ის უკვე მსოფლიოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. მე მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ საქართველოში ჩვენ გვყავს ძლიერი პარტნიორი, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის UnionPay International - ის სრულფასოვან მომსახურებას. მიმდინარე პერიოდისთვის, საქართველოში ლიბერთი ბანკის 250,000 - ზე მეტი მომხმარებელი უკვე სარგებლობს UPI ბარათის მომსახურებით როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და ვიმედოვნებთ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.“ - განაცხადა UnionPay International – ის პრეზიდენტმა, ში ვანჩაომ.