ENG
28 სექტემბერი, 2010

"ლიბერთი ბანკი" ინოვაციური პროდუქტის Gift Card გაყიდვებს იწყებს

Gift Card წარმოადგენს სასაჩუქრე ბარათს, რომლის შეძენაც შესაძლებელია “ლიბერთი ბანკის” ნებისმიერ სერვის ცენტრში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Gift Card-ის შეძენა ასევე შესაძლებელია “ლიბერთი ბანკის” 24 საათიან სერვის ცენტრში მისამართზე ჭავჭავაძის 74, თბილისი, რაც მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს წარმოადგენს. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია ოცზე მეტი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი და მათი რიცხვი 2010 წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზრდება.