ENG
08 ოქტომბერი, 2026

ლიბერთის 700-მდე ბანკომატში ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ბაზისბანკის მომხმარებლებისაც შეუძლიათ

ლიბერთის 700-მდე ბანკომატში ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ბაზისბანკის მომხმარებლებისაც შეუძლიათ

 

ბაზისბანკსა და ლიბერთის შორის სისტემური და ტექნოლოგიური ინტეგრაციის ფარგლებში, ბაზისბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს თანხის განაღდება ლიბერთის ბანკომატებიდან იმავე პირობებით და ტარიფებით შეუძლიათ, რაც მათთვის ბაზისბანკის ბანკომატებში მოქმედებს. ასევე, ლიბერთის ბარათების მფლობელებიც ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ ბაზისბანკის ბანკომატებით.

ინტეგრაციის შედეგად, ბაზისბანკ ჯგუფის მომხმარებლებისთვის თანხის განაღდების გეოგრაფია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მათ განკარგულებაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელი - ჯამში 700-ზე მეტი ბანკომატია, რაც მომსახურებას და საბანკო სერვისებზე წვდომას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს ხდის.

ამ ეტაპზე, ბაზისბანკის ბარათების მფლობელები ლიბერთის ბანკომატებით შეძლებენ:

  • თანხის განაღდებას ფიზიკური ბარათით;
  • თანხის განაღდებას უკონტაქტოდ და ვოლეტის გამოყენებით (Apple Pay, Google Pay);
  • ანგარიშზე ბალანსის შემოწმებას.

პინ კოდის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბარათის ემიტენტი ბანკის ბანკომატებში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება ბაზისბანკის მომხმარებლებს შეგიძლიათ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთის მომხმარებლებს - ლიბერთი ბანკში.

გაეცანით ბაზისბანკის და ლიბერთის ბანკომატების ქსელს.

 

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის 8 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 8 თვის წმინდა მოგებამ 154 მილიონი ლარი შეადგინა