ENG
22 ივლისი, 2016

ლიბერთი ბანკმა ქუთაისში განახლებული რეგიონული ფილიალი გახსნა

დღეს, 22 ივლისს, ლიბერთი ბანკმა ქუთაისში განახლებული რეგიონული ფილიალი გახსნა. ახალი ფილიალი ყოველთვიურად 15,000-ზე მეტ მომხმარებელს სრული საბანკო სერვისით მოემსახურება. ბანკში განთავსებულია ასევე ბანკომატები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ოპერატორთან ვიზიტის გარეშე შეუძლია, მათ შორის სესხის აღება, სესხის დაფარვა, ანგარიშზე თანხის შეტანა, ფულადი გზავნილის გაგზავნა, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა. რეგიონული ფილიალის გარდა, ლიბერთი ბანკი ქ. ქუთაისში 13 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი.

საქართველოს მასშტაბით, ლიბერთი ბანკს მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რაც 660-ზე მეტ მომსახურების წერტილს აერთიანებს. ლიბერთი ბანკი მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ამჟამად, ლიბერთი ბანკი 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება