ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთი ბანკი მომხმარებელს განვადების სწრაფად და კომფორტულად მისაღებად ახალ მომსახურებას სთავაზობს. გადატვირთული გრაფიკისა და მაღაზიებში არსებული რიგების გამო მომხმარებელს აღარ მოუწევს განვადების მენეჯერთან ზედმეტი დროის დახარჯვა. ლიბერთი ბანკის 100-მდე პარტნიორ მაღაზიაში განთავსებულია განვადების სტენდი. მომხმარებელს შეუძლია 10 წამში მიიღოს ინფორმაცია განვადების დამტკიცებული ლიმიტის შესახებ და თავისუფლად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი ლიბერთი ბანკის პარტნიორ მაღაზიაში. ამისთვის საკმარისია მომხმარებელმა განვადების სტენდზე მოთავსებულ ეკრანზე შეიყვანოს პირადი ინფორმაცია, რის შემდეგაც მომხმარებელი პასუხს ეკრანზე 10 წამის განმავლობაში მიიღებს. ამასთანავე, დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია საახალწლო ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.
გარდა ამისა, მომხმარებელს მაღაზიაში მისვლამდეც შეუძლია მიიღოს ინფორმაცია დამტკიცებული ლიმიტის შესახებ. ამისთვის საკმარისია პირადი მონაცემები შეყვანა ვებ გვერდზე http://www.oneloan.ge/ganvadeba/ დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ პარტნიორ მაღაზიაში.
ამჟამად, ლიბერთი ბანკის განვადებით სარგებლობა შესაძლებელია 2,500-ზე მეტ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, ხოლო თუ არსებულ ობიექტში ლიბერთი ბანკის განვადების მენეჯერი წარმოდგენილი არ არის, სესხის გაცემა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სავაჭრო ობიექტიდან წარდგენილი ინვოისის საფუძველზე.
„განვადების ლიმიტის წინასწარ შემოწმება მოსახერხებელია ბევრი მომხმარებლისთვის, რომელთაც გადატვირთული გრაფიკის გამო არ შეუძლიათ ეწვიონ ბანკის წარმომადგენელს სავაჭრო ობიექტში ან ფილიალში. ამისთვის მათ საშუალება აქვთ წინასწარ გაიგონ თუ რა თანხის ფარგლებში შეძლებენ განვადებით სესხის აღებას. ლიბერთი ბანკი მუდმივად ზრუნავს ალტერნატიული არხების განვითარებაზე, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის მოსახლეობისთვის“ - აღნიშნა ლევან ასანიშვილმა, ლიბერთი ბანკის გარე გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა.