ENG
18 იანვარი, 2017

ლიბერთი ბანკი უერთდება საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის საბანკო სესხების გალარების პროგრამას

ლიბერთი ბანკი უერთდება საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის საბანკო სესხების გალარების პროგრამას

 

2017 წლის 17 იანვრიდან, ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე აღებული აქვთ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი ა.შ.შ. დოლარში, საშუალება აქვთ მიმართონ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს სესხის ლარში კონვერტაციის მოთხოვნით. აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე.

 

პროგრამის პირობების მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ 40,000 ა.შ.შ. დოლარამდე ნებისმიერი თანხის კონვერტაცია, თუ თანხა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. თუ მომხმარებელს აქვს აღნიშნულ თანხაზე მეტი მოცულობის უზრუნველყოფილი სესხი, მაშინ გალარება და კონვერტაცია შეეხება სესხის ნაწილს, მაქსიმუმ 40,000 ა.შ.შ. დოლარის ფარგლებში. სესხის თანხის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში მოხდება შეღავათიანი კურსით, კერძოდ კონვერტაციის დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოაკლდება 20 თეთრი.

 

სესხის გალარების პროგრამით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომელთა სასესხო ვალდებულებები 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით აღემატებოდა 100,000 აშშ დოლარს ლიბერთი ბანკში, ან სესხის რეფინანსირების შემთხვევაში იმ ბანკში, საიდანაც ხდება სესხის გადმოტანა. პროგრამით ვერ ისარგებლებენ ასევე პირები, რომელთა შემოსავალი 2015 წელს აღემატებოდა 100,000 ლარს.

 

სესხების გალარების პროექტი მოქმედებს 2017 წლის 25 მარტამდე, ხოლო სესხის გალარებაზე განაცხადების მიღება შესაძლებელია 2017 წლის 17 მარტის ჩათვლით.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ მომსახურების წერტილს ან დარეკოს ნომერზე 0322 55 55 00.