ENG
01 ივნისი, 2017

Sმარტივი აპლიკაციის shutdown

ძვირფასო სმარტივი აპლიკაციის მომხმარებლებო...

 

2012 წლის 7 მარტს ლიბერთი ბანკმა მომხმარებლებისთვის შექმნა იმ დროისთვის ინოვაციური Sმარტივი მობილური აპლიკაცია, რომელიც Sმარტივი ანგარიშის და მასთან დაკავშირებული სერვისების მართვის საშუალებებს იძლეოდა. 2012 წლიდან დღემდე ჩვენთან ბევრი ინოვაციური და სასარგებლო პროექტი დაინერგა, მათ შორის 2 ჯერ განახლდა მობილური აპლიკაცია როგორც Android-ის ოპერაციული სისტემისთვის ისე iOS-სთვისაც. მიუხედავად ამ განახლებებისა ჩვენ მაინც არ შეგვიწყვეტია Sმარტივის ერთგული მომხმარებლებისთვის ამ აპლიკაციის მხარდაჭერა.

დღეს, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ 1-ლი ივნისიდან თქვენ ვეღარ შეძლებთ სმარტივი აპლიკაციით სარგებლობას. თუმცა, ლიბერთი ბანკის ყველა ძირითადი სერვისით და მომსახურებით სარგებლობისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ განახლებული და გაუმჯობესებული მობილური აპლიკაციები თქვენი სმარტფონის შესაბამისი ოპერაციული სისტემისთვის. ავტორიზაციისთვის გამოიყენეთ არსებული სმარტივის მომხმარებლის სახელი და პაროლი: