ENG
06 იანვარი, 2010

სს "საქართველოს სახალხო ბანკი" ახალი მმართველი მენეჯერების დანიშვნის შესახებ აცხადებს

დღეს სს “საქართველოს სახალხო ბანკმა” (“სახალხო ბანკი”) სამი ახალი მმართველი მენეჯერის დანიშვნის შესახებ განაცხადა.

არმენ მათევოსიანი დაინიშნა დირექტორად საცალო საბანკო მომსახურების დარგში. “სახალხო ბანკში” გადმოსვლამდე არმენი იყო დირექტორის მოადგილე საცალო საბანკო მომსახურებისა და მარკეტინგის დარგში “როსბანკში” (“Росбанк”) 2009 წლის ივნისიდან 2009 წლის დეკემბრამდე. “როსბანკში” გადასვლამდე არმენი მუშაობდა “Société Générale International Retail Banking”-ის ევროპის დეპარტამენტში 2009 წლის იანვრიდან 2009 წლის მაისამდე. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე არმენი წლების მანძილზე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა “რესპუბლიკა ბანკში” (ჯგუფი “Société Générale”), მათ შორის, დირექტორთა საბჭოს მრჩევლად (2008 წლის მაისი-2008 წლის დეკემბერი), საცალო საბანკო მომსახურების ხელმძღვანელად (2006 წლის დეკემბერი-2008 წლის აპრილი), შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორად (2005 წლის აგვისტო-2006 წლის ნოემბერი) და დირექტორად ფინანსებისა საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში (2003 წლის ოქტომბერი-2005 წლის ივლისი). “რესპუბლიკა ბანკში” მუშაობის დაწყებამდე არმენი იყო შპს “რელკოს” გენერალური დირექტორი 1998 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის სექტემბრამდე. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე არმენი იყო უფროსი მენეჯერი მსოფლიო ბანკის კომპანიების რესტრუქტურიზაციისა და მართვის მხარდაჭერის ცენტრში 1998 წლის ივნისიდან 1998 წლის სექტემბრამდე.