ENG
21 სექტემბერი, 2017

ჩემი კონსიერჟი ინტერნეტ ბანკში

ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკს (ibank.pay.ge) კიდევ ერთი სასარგებლო სერვისი "ჩემი კონსიერჟი" დაემატა.

ჩემი კონსიერჟის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ:

→ წინასწარ არჩეულ თვის კონკრეტულ რიცხვში, ავტომატურად გადაიხადონ დაგროვილი გადასახადები შერჩეულ პროვაიდერ(ებ)ზე. მომხმარებელი თავად ირჩევს როგორ მოხდეს დავალიანების დაფარვა - ავტომატური გადახდა შესაძლოა განხორციელდეს სრულად (იმ მომენტისთვის არსებული დავალიანების შესაბამისად) ან ფიქსირებული თანხით.

→ მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგბელონ SMS შეტყობინებების სერვისით, რომელიც თვის შერჩეულ რიცხვში შეატყობინებს მომხმარებელს კონკრეტულ პროვაიდერზე იმ დროისთვის დაგროვილ დავალიანების შესახებ.

სერვისით სარგებლობა უფასოა

სერვისი ჩემი კონსიერჟის ჩასართავად ეწვიეთ სასარგებლო სერვისების მენიუს.