ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
სს “სახალხო ბანკის” მთლიანი სასესხო პორთფელი 2009 წლის მეოთხე კვარტალში 12.2 მილიონი ლარით (წინა კვარტალთან შედარებით 13.0%-ით) გაიზარდა და 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 106.2 მილიონი ლარი შეადგინა.
სს “სახალხო ბანკმა” 2009 წლის მეოთხე კვარტლის მანძილზე 64.2 მილიონი ლარის ოდენობის სესხები გასცა. ფიზიკური პირების სასესხო პორთფელმა 65.1 მილიონი ლარი შეადგინა და წინა კვარტალთან შედარებით 29.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის ბოლოს 89.6 მილიონ ლარს, ხოლო 2007 წლის ბოლოს 79.1 მილიონ ლარს შეადგენდა.