ENG
24 ივნისი, 2010

დღეს ”ლიბერთი ბანკის” განახლებული სათაო ოფისი და ცენტრალური ფილიალი გაიხსნა

დღეს ”ლიბერთი ბანკის” განახლებული სათაო ოფისი და ცენტრალური ფილიალი გაიხსნა, სადაც საბანკო მომსახურებით უამრავი ადამიანი შეძლებს ისარგებლოს. ფილიალის რეკონსტრუქცია რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა. განახლებული ცენტრალურ ფილიალი დაყოფილია ფიზიკური პირების და კორპორატიული კლიენტების მომსახურების ზონებად. აქ ყველა მომხმარებელს 40-ზე მეტი ოპერატორი მოემსახურება. აქვე კლიენტები შეძლებენ ისარგებლონ 24-საათიანი საბანკო მომსახურებით, რომლისთვისაც სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

ცენტრალური ფილიალის მეორე სართულზე კლიენტები შეძლებენ ისარგებლონ პირადი ბანკირის მომსახურებით. აქვე ბანკის კლიენტებისთვის განთავსებულია რვა შეხვედრის ოთახი. ცენტრალური ოფისის მეორე სართულზე ასევე განთავსდა ბანკის შვილობილი კომპანია ”ლიბერთი სიქიურითის”, სადაც ბანკის კლიენტები შეძლებენ ისარგებლონ ნებისმიერი სახის საბროკერო მომსახურებით.

”მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ ბანკის სათაო ოფისის და ცენტრალური ფილიალის რეკონსტრუქცია. 2009 წლის სექტემბრის შემდეგ ჩვენ საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ. მომხმარებელს უკვე სამი ახალი პროდუქტი შევთავაზეთ და მალე კიდევ ერთი ახალი ტიპის ბარათს ”სმარტივს” შევთავაზებთ. შემოდგომისთვის პროდუქტების რიგი სრულად იქნება განახლებული”, აღნიშნა ”ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ლადო გურგენიძემ.