ENG
23 მარტი, 2010

“სახალხო ბანკი” სახელის ცვლილებისა და რებრენდინგის კამპანიის დაწყების შესახებ აცხადებს

დღეს სს “სახალხო ბანკმა” (შემდგომში “ბანკი”) რებრენდინგის კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
რებრენდინგის მიზანია ბანკის იმიჯის განახლება და იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების ასახვა, რომელიც ბანკში მისი 2009 წლის სექტემბერში “ლიბერთი კაპიტალის” მიერ შესყიდვის შემდეგ განხორციელდა. ბანკის ახალ სახელწოდებად შერჩეულ იქნა “ლიბერთი ბანკი”.

ბანკმა ასევე შეცვალა კორპორატიული ლოგო და სლოგანად “ყველგან და ყველასთვის” აირჩია. ახალი სლოგანი კარგად ასახავს იმ ფაქტს, რომ ბანკს გააჩნია ქვეყანაში ყველაზე ფართე ფილიალების ქსელი და კლიენტურის ბაზა. ბანკი 1.2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს ემსახურება.