ENG
25 აპრილი, 2019

PAY ანგარიშთან და ბარათთან დაკავშირებული ცვლილებები

PAY ანგარიშთან და ბარათთან დაკავშირებული ცვლილებები

 

გაცნობებთ, რომ PAY ანგარიშთან და ბარათთან დაკავშირებით 2019 წლის 27 მაისიდან განხორციელდება შემდეგი ცვლილებები:
 
  1. გაუქმებულად ჩაითვლება და ბანკის მიერ დაიბლოკება ფორტუნა ბარათი, პრემიალური Sმარტივი ბარათი, eLoan Card ბარათი, პარტნიორი ორგანიზაციებისათვის ბრენდირებულ შემდეგი PAY ბარათები:  აგრო ბარათი, EuroCard, Crystalbet Card, Fresco Card, CityPass ბარათი-დუშეთი, CityPass ბარათი-ბათუმი.
  2. ნაცვლად კონსიერჟ სერვისისა ამოქმედდება ავტომატური გადარიცხვებისა და ავტომატური გადახდების სერვისი;
  3. გაუქმდება SMS შეხსენების სერვისი;
  4. გაუქმდება კალათების სისტემა და შესაბამისი გადახდის პირობები;
  5. სხვა ბანკების ავტომატური გადარიცხვების სერვისის ან/და სხვა ბანკ(ებ)ის ან მესამე პირ(ებ)ის მიერ სპეციალურად ამ მიზნისათვის განვითარებული არხების საშუალებებით PAY ანგარიშის შევსების შემთხვევაში საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა შესაბამისი სერვისის განმახორციელებელის/არხის მფლობელის მიერ.
  6. შეიცვლება PAY ბარათის მომსახურების პირობები და ტარიფები და ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით.