ENG
06 ივნისი, 2019

იმოძრავე ლიბერთისთან ერთად

ლიბერთის ინიციატივით, 8 ივნისიდან კიდევ ერთი, ახალი სოციალური პროექტი იწყება. პროექტის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით 4 ლოკაციაზე სხვადასხვა ტიპის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშები ყოველკვირეულად გაიმართება.

ღია სივრცეში ვარჯიშებს გამოცდილი ინსტრუქტორები ჩაატარებენ და 60+ ასაკის მსურველებს მათზე მორგებულ პროგრამას შესთავაზებენ. დასწრება თავისუფალია და შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის მსურველებსაც. 

ვარჯიშების ცხრილი: 

,,ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და განსაკუთრებით კი უფროსი თაობაზე ზრუნვა ლიბერთის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს ახალი პროექტი ჩვენს თანამოქალაქეებს ასაკის მიუხედავად, ვარჯიშის, გართობის, დასვენებისა და გაჯანსაღების სტიმულს მისცემს.  მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ისეთი სივრცეები სადაც ადამიანებს უხარიათ მისვლა და ყოველდღიურობისგან განიმუხტებიან. ეს პროექტი არ არის ერთჯერადი და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგძელდება“ - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.