MasterCard-ით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის 2019 წლის 5 აგვისტოს 00:00:01 საათიდან 2019 წლის 26 აგვისტოს 23:59:59 საათის ჩათვლით მომგებიანია!
კამპანიის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული:
- გამარჯვებული ტრაზაქციების ოდენობის მიხედვით: მომხმარებელი, რომელსაც 2019 წლის 5 აგვისტოს 00:00:01 საათიდან 2019 წლის 26 აგვისტოს 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება კამპანიის პერიოდში ბანკის MasterCard-ის, მათ შორის მაესტრო ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი)
- გამარჯვებული ტრანზაქციებით გახარჯული თანხის ოდენობის მიხედვით: მომხმარებელი, რომელსაც 2019 წლის 5 აგვისტოს 00:00:01 საათიდან 2019 წლის 26 აგვისტოს 23:59:59 საათის ჩათვლით ჯამურად დაუფიქსირდება კამპანიის პერიოდში ბანკის MasterCard-ის, მათ შორის მაესტრო ბარათით განხორციელებული ყველაზე დიდი მოცულობის (თანხის ოდენობა ჯამურად) ტრანზაქცია.
ორივე მათგანი 2019 წლის 13-15 სექტემბერს ოჯახთან ერთად პარიზის დისნეილედს ესტუმრება!
სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:
- მოგზაურობა ოჯახისთვის (2 უფროსი და 2 ბავშვი) Disneyland Paris-ში
- ავიაბილეთებს
- 2 ღამე/ 3 დღე Disneyland Paris-ის სასტუმროში (საოჯახო ნომერი)
- 3 დღიანი/2 პარკის საშვი Disneyland Paris-ში
- 3 დღიანი/2 პარკის VIP საშვი
- 150 ევროს ღირებულების ვაუჩერი დღიურად, კვებისა და Disneyland Paris-ში შენაძენისთვის
დეტალური წესები და პირობები
კამპანიაში მონაწილეობს ლიბერთი ბანკის მიერ გაცემული ყველა ტიპის MasterCard-ის, მათ შორის მაესტრო ბარათი. მომგებიან ტრანზაქციებად ითვლება მსგავსი ბარათებით განხორციელებული ნებისმიერი უნაღდო ანგარიშსწორება საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების განლაგებულ პოს-ტერმინალებში. ასევე, ონლაინ შესყიდვები.
კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არიან:
- საქართველოს მოქალაქეები
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები
- მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე
- ბანკის მიერ გაცემული Mastercard-ის და მაესტროს ტიპის ბარათის მფლობელები
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან:
- პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს
- ბანკის თანამშრომლები
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ის პირები, რომლებსაც ეკრძალებათ გათამაშებებში მონაწილეობის მიღება
გამარჯვებულების გამოვლენის წესები:
- მონაწილეს, უფლება აქვს კამპანიის ფარგლებში მიიღოს მხოლოდ ერთი პრიზი. იმ შემთხვევაში, თუ კამპანიაში მონაწილე პირი ორივე კატეგორიის პირობას შეასრულებს, ის მხოლოდ ყველაზე დიდი მოცულობის (თანხის ოდენობა ჯამურად) ტრანზაქციათა კატეგორიაში ჩაითვლება გამარჯვებულად. მას შეეძლება მხოლოდ ერთი საჩუქრის მიღება და ავტომატურად ეთიშება კამპანიის სხვა პირობას.
- იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე მონაწილეს აქვს თანაბარი რაოდენობის მონაცემები, უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელმაც დროში პირველმა შეასრულა შესაბამისი პირობა.
- შესაძლებელია განისაზღვროს მთავარი გამარჯვებული განმეორებით, თუ არსებობს ეჭვი ან/და იკვეთება მთავარი გამარჯვებულის მხრიდან ნებისმიერი სახის ფალსიფიკაციის ფაქტი. ასეთ შემთხვევაში მთავარ გამარჯვებულად აღიარებული იქნება შესაბამის კატეგორიაში რიგით შემდგომი პირი, რომელსაც ყველაზე მეტი ტრანზაქცია ექნება განხორციელებული ან, რომელიც განახორციელებს ყველაზე დიდი მოცულობის ტრანზაქციას კამპანიის სრული პერიოდის განმავლობაში.
- განმეორებით გამოვლინდება გამარჯვებული, თუ უკვე გამოვლენილმა გამარჯვებულმა საკუთარი ნებით განაცხადა უარი საჩუქრის მიღებაზე ან არ გამოვიდა კონტაქტზე კამპანიის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში.
- გამარჯვებულ მონაწილეს დაუკავშირდება ლიბერთი ბანკი. პრიზის მიღების ვადისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება პირადი სატელეფონო ნომრის საშუალებით (რომელიც მითითებულია ბარათის რეგისტრაციისას)
- გამარჯვებული გამოვლინდება კამპანიის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. ინფორმაცია გამარჯვებულთა ვინაობის შესახებ გამოქვეყნდება კამპანიის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ბანკის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე.
- კამპანიაში მონაწილეობას არ იღებს ბარათიდან თანხის გატანის ტოლფასი ოპერაციები, კერძოდ საბანკო ბარათით საქონლის ან/და მომსახურების შეძენა, რომელიც მომდევნო ეტაპზე შესაძლებელია გადაიქცეს ფულად რესურსად. ასეთი სახის ოპერაციები მოიცავს მათ შორის MCC-7995 კოდის მქონე სავაჭრო ობიექტებში (საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის MasterCard სავაჭრო ობიექტის კლასიფიკატორი) განხორციელებულ გარიგებებს, ბარათის გამოყენებით კაზინოში ან ტოტალიზატორში ფსონის დადებას, ასევე ფულად გადარიცხებს, ანგარიშსწორებას ელექტრონულ საფულესთან და სხვა.
საჩუქრების მიღების პირობები:
- გამარჯვებულს საჩუქარი გადაეცემა გამარჯვებულის გამოვლენიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში
- გამარჯვებულებმა შესაბამისი შეტყობინების შემდეგ 5 საბანკო დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ მათი და თანხმლები პირების მოქმედი საერთაშორისო პასპორტის (ვადა არანაკლებ 7 თვისა) ასლები
- გამარჯვებულები პირადად იღებენ პასუხიმგებლობას მათი და თანმხლები პირების მიერ ქვეყნის საზღვრის კვეთისას კანონის ყველა მოთხოვნის შესრულებასა და ნორმების დაცვაზე.
- მთავარი საჩუქრის მიღების მიზნებისათვის გამარჯვებულს შესაძლოა ბანკის ან შესაბამისი მარკეტინგული სააგენტოს მიერ მოეთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
- დოკუმენტების შესაბამის ვადაში წარუდგენლობის, არასრული ან/და არასათანადო დოკუმენტების წარდგენის ან იმ შემთხვევაში თუ არსებობს ეჭვი, რომ დოკუმენტები ყალბია მთავარ გამარჯვებულს ავტომატურად ერთმევა მთავარი გამარჯვებულის სტატუსი და იგი ეთიშება კამპანიას.
- იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულს არ გააჩნია შესაძლებლობა/სურვილი მიიღოს საჩუქარი იმ მიზეზით, რომელიც არ არის დამოკიდებული ბანკზე, არ გადაუხდის გამარჯვებულს/მთავარ გამარჯვებულს რაიმე სახის კომპენსაციას.
- თუ გამარჯვებულს არ შეუძლია ან არ აქვს სურვილი მიიღოს პრიზი, იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც დამოკიდებული არ არის ბანკზე, ბანკი არ გადაუხდის გამარჯვებულს კონპენსაციას.
სხვა პირობები
- მონაწილეები იღებენ პასუხისმგებლობას კამპანიის პირობების შესაბამისად ყველა მოთხოვნის შესრულებაზე.
- კამპანიაში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მონაწილე გაეცნო და ეთანხმება კამპანიის წესებსა და პირობებს.
- ბანკი არ არის პასუხისმგებელი თუ მონაწილეს არ შეუძლია შეასრულოს კამპანიის წესებისა და პირობების შესაბამისი მოთხოვნა და მიიღოს საჩუქარი/ მთავარი საჩუქარი ნებისმიერი მიზეზის გამო (მათ შორის, მაგრამ შეზღუდვის გარეშე - გამოწვეული ფორს-მაჟორული ან პირადი გარემოებების შედეგად, რომლებიც არ არის დამოკიდებული ბანკზე); ასეთ შემთხვევაში ბანკი არ არის ვალდებული მონაწილეს რაიმე სახის ზარალი აუნაზღაუროს.
- მონაწილე პირადად აგებს პასუხს მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
- კამპანიაში მონაწილეები მონაწილეობით თანხმობას აცხადებენ მათი სახელის, ფოტო/ვიდეოს გამოყენებაზე ნებისმიერი სარეკლამო მიზნებისთვის, ნებისმიერ მედია და სოციალურ არხზე, დამატებითი თანხმობის გარეშე.