ENG
15 ოქტომბერი, 2019

"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის

"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის

 

15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია! 
 
კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.
 
კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! 
 
კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი).
 
სამოგზაურო პაკეტი მოიცავს: 
 
  • 5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე 
  • ავიაბილეთებს
  • საახალწლო ვახშამს
  • 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს 
დეტალური წესები და პირობები
 
კამპანიაში მონაწილეობს ლიბერთი ბანკის მიერ გაცემული ყველა ტიპის Visa ბარათი. 
ერთ კლიენტს შეუძლია საკუთარ მფლობელობაში ნებისმიერი რაოდენობის Visa ბარათის გამოყენება.
მომგებიან ტრანზაქციებად ითვლება მსგავსი ბარათებით განხორციელებული ნებისმიერი უნაღდო ანგარიშსწორება საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში Apple Pay-ს საშუალებით, თუ ოპერაციის თანხა აღემატება 10 ლარს.
 
ერთ კლიენტს შეუძლია საკუთარ მფლობელობაში ნებისმიერი რაოდენობის Visa ბარათის გამოყენება.
 
 
კამპანიაში   მონაწილეობის   უფლება   აქვთ  ბანკის მიერ გაცემული Visa ბარათის მფლობელ სრულწლოვან ფიზიკურ   პირებს,  რომლებიც   არიან:
 
საქართველოს მოქალაქეები
უცხო ქვეყნის მოქალაქეები
მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;
 
 
კამპანიაში მონაწილეობის უფლებით ისარგებლებენ, მაგრამ კამპანიის გამარჯვებულის გამოვლენაში მონაწილებას ვერ მიიღებენ ლიბერთი ბანკის თანამშრომლები
 
კამპანიის გამარჯვებულის გამოვლენის წესები: 
 
იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მონაწილეს აქვს დაფიქსირებული თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციები, უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელმაც დროში პირველმა შეასრულა შესაბამისი პირობა.
შესაძლებელია განისაზღვროს კამპანიის გამარჯვებული განმეორებით, თუ არსებობს ეჭვი ან/და იკვეთება კამპანიის გამარჯვებულის მხრიდან ნებისმიერი სახის ფალსიფიკაციის/თაღლითობის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლადარღვევის ფაქტი ან/და კამპანიის პირობების დარღვევა. ასეთ შემთხვევაში მთავარ გამარჯვებულად აღიარებული იქნება შესაბამის კატეგორიაში რიგით შემდგომი პირი, რომელსაც ყველაზე მეტი ტრანზაქცია ექნება განხორციელებული კამპანიის სრული პერიოდის განმავლობაში. 
განმეორებით გამოვლინდება გამარჯვებული, თუ უკვე გამოვლენილმა გამარჯვებულმა საკუთარი ნებით განაცხადა უარი საჩუქრის მიღებაზე ან არ გამოვიდა კონტაქტზე კამპანიის დასრულებიდან 2 (ორი) დღის განმავლობაში.
გამარჯვებულ მონაწილეს დაუკავშირდება ლიბერთი ბანკი. პრიზის მიღების ვადისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება პირადი სატელეფონო ნომრის საშუალებით (რომელიც მითითებულია კლიენტის რეგისტრაციისას).
გამარჯვებული გამოვლინდება კამპანიის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. ინფორმაცია გამარჯვებულთა ვინაობის შესახებ გამოქვეყნდება კამპანიის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ბანკის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე. 
კამპანიაში მონაწილეობას არ იღებს ერთი პოს ტერმინალზე ერთი ბარათის გამოყენებით კალენდარული დღის განმავლობაში შესრულებული 2 (ორზე) მეტი ოპერაცია.
 
              
კამპანიის გამარჯვებულის მიერ სამოგზაურო პაკეტის მიღების პირობები:
 
კამპანიის გამარჯვებულს საჩუქარი გადაეცემა გამოვლენიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში. 
კამპანიის გამარჯვებულმა შესაბამისი შეტყობინების შემდეგ 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს მისი და თანხმლები პირის მოქმედი საერთაშორისო პასპორტის (ვადა არანაკლებ 7 თვისა) ასლები.
კამპანიის გამარჯვებული პირადად იღებს პასუხიმგებლობას მისი და თანმხლები პირის მიერ ქვეყნის საზღვრის კვეთისას კანონის ყველა მოთხოვნის შესრულებასა და ნორმების დაცვაზე. 
სამოგზაურო პაკეტის მიღების მიზნებისათვის კამპანიის გამარჯვებულს შესაძლოა ბანკის ან შესაბამისი მარკეტინგული სააგენტოს მიერ მოეთხოვოს დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა და გაენსაზღვროს ვადა აღნიშნული დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად.
დოკუმენტების შესაბამის ვადაში წარუდგენლობის, არასრული ან/და არასათანადო დოკუმენტების წარდგენის ან  იმ შემთხვევაში თუ არსებობს ეჭვი, რომ დოკუმენტები ყალბია კამპანიის გამარჯვებულს ავტომატურად ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და იგი ეთიშება კამპანიას.
თუ კამპანიის გამარჯვებულს არ შეუძლია ან არ აქვს სურვილი მიიღოს სამოგზაურო პაკეტი, იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც დამოკიდებული არ არის ბანკზე, ბანკი არ გადაუხდის გამარჯვებულს კონპენსაციას.   
 
სხვა პირობები
 
მონაწილეები იღებენ პასუხისმგებლობას კამპანიის პირობების შესაბამისად ყველა მოთხოვნის შესრულებაზე. 
კამპანიაში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მონაწილე გაეცნო და ეთანხმება კამპანიის წესებსა და პირობებს.  
ბანკი არ არის პასუხისმგებელი თუ მონაწილეს არ შეუძლია შეასრულოს კამპანიის წესებისა და პირობების შესაბამისი მოთხოვნა და მიიღოს სამოგზაურო პაკეტი ნებისმიერი მიზეზის გამო (მათ შორის, მაგრამ შეზღუდვის გარეშე - გამოწვეული ფორს-მაჟორული ან პირადი გარემოებების შედეგად, რომლებიც არ არის დამოკიდებული ბანკზე); ასეთ შემთხვევაში ბანკი არ არის ვალდებული აუნზაღაუროს მონაწილეს რაიმე სახის ზიანი (ზარალი).
მონაწილე პირადად აგებს პასუხს მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
კამპანიის გამრჯვებული თანხმობას აცხადებს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, მათ შორის სახელის, ფოტო/ვიდეოს გამოყენებაზე ნებისმიერი, მათ შორისსარეკლამო მიზნებისთვის, ნებისმიერ მედია და სოციალურ არხზე, მისი დამატებითი თანხმობის გარეშე. კამპანიის გამრჯვებული ასევე უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ფორმით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ყველა იმ პირის თანხმობის მოპოვებას და ბანკისათვის წარდგენას, რომლის შესახებ ინფორმაციას/დოკუმენტაციას გადასცემს ბანკს.