ENG
07 ნოემბერი, 2019

მასშტაბური ტექნიკური განახლება

ძვირფასო მომხმარებლებო, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის 10 ნოემბერს 00:00-დან 09:30 საათამდე დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოები საბანკო სერვისების განახლებისთვის. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში არ იქნება ხელმისაწვდომი საბანკო სერვისები: ინტერნეტ და მობაილ ბანკები, საბარათე ოპერაციები, ბანკომატები, თვითმომსახურების და პოს ტერმინალები. შეფერხებით იმუშავებს 24/7 ფილიალები. 

აღნიშნულ განახლებაზე ჩვენი გუნდი მრავალი თვის განმავლობაში მუშაობდა, რის შემდეგაც გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ტიპის საბანკო მომსახურება როგორც ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, ისე დისტანციურ არხებში.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.