ENG
15 ნოემბერი, 2019

ცვლილებები უნივერსალური ანგარიშის მომსახურების პირობებში

ძვირფასო მომხმარებლებო, 

გაცნობებთ, რომ უნივერსალური (ყოფილი ლიბერთი)  ანგარიშის მომსახურების პირობებში განხორციელდა ცვლილებები, რომელთაგან ნაწილი ძალაშია 2019 წლის 15 ნოემბრიდან, ხოლო ნაწილი - მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან. კერძოდ:

1.       2019 წლის 15 ნოემბრიდან:

  • დაზუსტდა MasterCard MoneySend, VISA Direct საბარათე გადარიცხვების განმარტებები და მომსახურების პირობები;
  • გაუქმდა VISA Direct ან MasterCard MoneySend საბარათე გადარიცხვების მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიო და ლიმიტი;
  • განახლდა ბარათით შესრულებული ოპერაციების ლიმიტები;
  • განახლდა 3D მომსახურების სერვისით სარგებლობის პირობები;
  • განისაზღვრა ვერიფიცირებული ნომრის განმარტება და დაზუსტდა სმს ბანკით მომსახურებასთან დაკავშირებით ვერიფიცირებული ნომრის გამოყენების პირობა.

2.   2019 წლის 20 დეკემბრიდან:

  • შეიცვალა სახელფასო პროგრამაში ჩართული ორგანიზაციის თანამშრომლების მომსახურების პირობები. კერძოდ განისაზღვრა ბანკის უფლება მოახდინოს სახელფასო პროგრამაში ჩართული ორგანიზაციის თანამშრომლების გადაყვანა მომსახურების სტანდარტულ ტარიფებზე იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე არ ფიქსირდება შრომის ანაზღაურების  ჩარიცხვა 6 თვის განმავლობაში.
  • განისაზღვრა 24 საათიანი ლიმიტი სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ანგარიშსწორებისთვის.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: უნივერსალური ანგარიშის მომსახურების პირობები