ENG
21 ნოემბერი, 2019

“შექმენი დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია" - Mastercard-ის ბარათების მფლობელებისთვის გათამაშება დაიწყო

“შექმენი დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია" - Mastercard-ის ბარათების მფლობელებისთვის გათამაშება დაიწყო

 

Mastercard-ის ბარათების მფლობელებისთვის გათამაშება დაიწყო - 2019 წლის 11 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გადაიხადე Mastercard-ით და მიიღე შანსი, მოიგო 750 პრიზიდან ერთ-ერთი ან საგზური ლონდონში, სადაც თავად გამოცდი ვარსკვლავური ომების საგას.
 
Mastercard “ლუკას ფილმის” და “Star Wars”-ის ოფიციალური პარტნიორია. საკულტო ფილმების სერიის გაგრძელებას “Star Wars: The Rise of Skywalker”-ს მთელი მსოფლიო დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. სწორედ ამ მხატვრული ფილმის საპრემიერო ჩვენებასთან დაკავშირებით, Mastercard-ის ბარათის ყველა მფლობელს აქვს შანსი მიიღოს ბრენდირებული საჩუქრები, კინოთეატრის ბილეთები და მთავარი პრიზი - საგზური ლონდონში! 
 
გათამაშება დაიწყება 2019 წლის 11 ნოემბრის 00:00:01 საათიდან  და გაგრძელდება 2019 წლის 31 დეკემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით. გამარჯვებულის გამოვლენის საბოლოო თარიღია 2020 წლის 24 იანვარი 14:00 საათი.
 
გათამაშება რამდენიმე ეტაპისგან შედგება: 
 
 

I ეტაპი

 
11 ნოემბერი 00:00:01 საათიდან – 27.11.19 23:59:59-მდე
 
გადაიხადე Mastercard-ით 10 ლარიდან და მიიღე შანსი, მოიგო 200 ბრენდირებული მაისურიდან ერთ-ერთი,
ან კინო პრემიერის: «ვარსკვლავური ომები: სქაიუოქერის აღზევება» — 150 ბილეთიდან ერთ-ერთი.
 
გათამაშების თარიღი: 11 დეკემბერი, 2019, 14:00 საათი
 

II ეტაპი

28 ნოემბერი 00:00:01 საათიდან – 15 დეკემბერი, 23:59:59-მდე
 
გადაიხადე Mastercard-ით 10 ლარიდან და მიიღე შანსი, მოიგო 200 ბრენდირებული ჰუდიდან ერთ-ერთი.
 
გათამაშების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019, 14:00 საათი
 

III ეტაპი

16 დეკემბერი 00:00:01 საათიდან – 31 დეკემბერი 23:59:59-მდე
 
გადაიხადე Mastercard-ით 10 ლარიდან და მიიღე შანსი, მოიგო 200 ბრენდირებული ზურგჩანთიდან ერთ-ერთი.
 
გათამაშების თარიღი: 21 იანვარი, 2020, 14:00 საათი
 

IV - მთავარი ეტაპი

11 ნოემბერი 00:00:01 საათიდან – 31.12.19 23:59:59-მდე
 
Mastercard-ით შესრულებული 10 ლარის ან მეტი ოდენობის ნებისმიერი ტრანზაქციის
მფლობელს შანსი აქვს მოიგოს მთავარი პრიზი - საგზური ლონდონში.
 
გათამაშების თარიღი: 24 იანვარი, 2020, 14:00 საათი
 
 
სამოგზაურო ვაუჩერი მოიცავს:
 
  • 2020 წლის 2 აპრილიდან 2020 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში, შერჩევით და შეთანხმებით: o ავიაბილეთები - 2 გზა- (თბილისი- ლონდონი- თბილისი) - 2 ადამიანზე
  • აეროპორტიდან/აეროპორტში ტრანსფერი
  • განთავსება სასტუმროში, საუზმით, ლონდონში 4 ღამე
  • სამეფო ობსერვატორიაში პლანეტარიუმის შოუზე დასწრება - ერთი ვიზიტი 
  • Madame TussaudsTM -ს მუზეუმის პრემიუმ საშვი - ერთი ვიზიტი
  • London Eye -ის პირადი კაბინით ქალაქის დათვალიერება ერთხელ
  • 1 სადილი Sky Garden-ში
  • სამოგზაურო დაზღვევა
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ფლობს საქართველოში გაცემულ Mastercard-ის ბრენდის (მათ შორის Masterсard®, Debit Mastercard® and Maestro®) ბარათს და გათამაშების პერიოდში განახორციელებს 10 ლარის და ზემოთ ტრანზაქციას საქართველოში გაცემული ბარათით POS ტერმინალებზე და ასევე ონლაინ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და სრულიად ეთანხმება “წესებს”
 
კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია, წესები და პირობები იხილეთ ბმულზე: mastercard.com.ge