ENG
06 დეკემბერი, 2019

ლიბერთის და UN Women-ის თანამშრომლობა

ლიბერთის და UN Women-ის თანამშრომლობა

un women and liberty bank

თბილისი, 5 დეკემბერი, 2019 - ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:
 
  • ძლიერი კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბებას გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად
  • სამართლიან დამოკიდებულებას სამსახურში ქალებისა და კაცების მიმართ- ადამიანის უფლებების დაცვისა და არა-დისკრიმინაციული მიდგომის პატივისცემას და მხარდაჭერას
  • თითოეული ქალისა და კაცის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას
  • ქალების განათლების სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • საწარმოს განვითარებაში, მიწოდების ჯაჭვსა და მარკეტინგულ საქმიანობაში ქალთა გაძლიერების ხელშემწყობის ინსტრუმენტების დანერგვას
  • საზოგადოებრივი ინიციატივებისა და ადვოკატირების გზით თანასწორობის ხელშეწყობას
  • პროგრესის გაზომვას და საჯარო ანგარიშგებას გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მიღწევების შესახებ
ლიბერთის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ თანასწორობა ჯანსაღი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის გაუმჯობესება ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. UN Women-თან თანამშრომლობა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პრიორიტეტების დანერგვას.
გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გლობალური მანდატი აქვს. მასთან პარტნიორობით, კერძო კომპანიები და საქველმოქმედო ორგანიზაციები მუდმივად იღებენ საერთაშორისო აღიარებას იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - თანაბარუფლებიანობას, რომ არც ერთი გოგონა და ქალი არ დარჩეს უკანა პლანზე.