ENG
27 დეკემბერი, 2019

ლიბერთის ახალი, მარტივი ონლაინ განვადება www.onoff.ge-ზე

ლიბერთის ახალი, მარტივი ონლაინ განვადება www.onoff.ge-ზე

 

დღეიდან, ტექნიკის ყველაზე დიდ ონლაინ კატალოგ www.onoff.ge-ზე, რომელიც ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა, ხელმისაწვდომია ონლაინ განვადების ახალი სისტემა. შეუზღუდავი რაოდენობის ტექნიკის შეძენა ერთდროულად სხვადასხვა მაღაზიებიდან ერთი განვადებით არის შესაძლებელი.  
 
ონლაინ განვადების პროცესი სრულიად ავტომატიზირებულია:
 
  • დარეგისტრირდით Onoff.ge-ზე;
  • შეარჩიეთ სასურველი პროდუქტები საქრთველოში არსებული ტექნიკის მაღაზიებიდან, გადაიტანეთ კალათაში  და დააკლიკეთ ღილაკს - „განვადებით ყიდვა’’;
  • განვადების გვერდზე აირჩიეთ იდენტიფიკაციის მეთოდი (ID ბარათი/ბიომეტრიული პასპორტი ან ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკი) და 4 წუთის განმავლობაში გაივლით სრულ პროცესს.
ვის შეუძლია ისარგებლოს ონლაინ განვადებით?
 
  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს;
  • პირს, რომელიც ფლობს ID ბარათს, ბიომეტრიულ პასპორტს ან სარგებლობს ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკით;
  • ასაკი  20 - 67 წელი;
  • პირს, რომელიც ადასტურებს შემოსავალს შემოსავლების სამსახურში, ან  იღებს უცხოეთიდან გზავნილებს ლიბერთი ბანკში.
განაცხადის განხილვა ხორციელდება სქორინგის სისტემით და პასუხი ცნობილია რამდენიმე წამში. თუ ონლაინ განვადების პროცესი წარმატებით გაიარეთ, განვადების გასააქტიურებლად დაგიკავშირდებათ ლიბერთი ბანკის წარმომადგენელი, რომელიც შეგითანხმდებათ თქვენთვის სასურველ დროზე და მოგაკითხავთ თქვენთვის სასურველ მისამართზე, რათა გაააქტიუროს თქვენი ლიმიტი და გადმოგცეთ შეძენილი ნივთ(ებ)ი. თუ ონლაინ განვადების პროცესი წარმატებით გაიარეთ 18:30 სთ-ის შემდეგ, ლიბერთი ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ მომდევნო სამუშაო დღეს - 9:30 სთ-დან.
 
ონლაინ განვადების პირობები:
 
  • ვადა - 48 თვე ფიქსირებული;
  • წინსწრების საკომისიო – არ არის განსაზღვრული
  • წლიური - 24%;
  • ეფექტური - 26.87%
  • საკომისიო - არ არის განსაზღვრული
  • მინიმალური და მაქსიმალური ონლაინ განვადების ლიმიტი -  200 - 5 000 ლარი;
  • სესხის გრაფიკი - თანაბარი გადახდები;
  • თავდები პირი - არ მოითხოვება.

www.onoff.ge ინოვაციური ონლაინ პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში არსებულ მაღაზიებს, მობილური ტელეფონების, აქსესუარების, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად  შერჩევის, შედარების, შეძენისა თუ საკურიერო მომსახურებით სარგებლობის  საუკეთესო საშუალებაა.