ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთი ბანკსა და ევექსი კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ.
ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში. პროექტის ფარგლებში ფასდაკლება ვრცელდება ექოსკოპიაზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, სხვა რადიოლოგიურ, ლაბორატორიულ კვლევებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.
„სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. რის შედეგადაც, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ. ვიმედოვნებთ, რომ ევექსი კლინიკების ქსელთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ." - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი. მოხარული ვართ, რომ ევექსი კლინიკები ჩაერთო ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში. პროექტის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს ევექსი კლინიკებში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე უპრეცენდენტო ფასდაკლება შევთავაზეთ. ევექსი კლინიკები მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მოსახლეობაში დაავადებათა სკრინინგის, ადრეული გამოვლენის, რეგულარული მონიტორინგის კულტურა დაინერგოს და ეს პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით.“ - განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.