ENG
20 ნოემბერი, 2009

სს "საქართველოს სახალხო ბანკი" მენეჯმენტის ახალ გუნდს წარადგენს

დღეს სს “საქართველოს სახალხო ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ მენეჯმენტის გუნდის ახალი წევრები წარადგინა. 2009 წლის სექტემბერში “ლიბერთი კაპიტალის” მიერ ბანკის სააქციო კაპიტალის 91.218%-ის შესყიდვის შემდეგ მენეჯმენტს ლადო გურგენიძესთან ერთად 16 პროფესიონალი შეემატა. მენეჯმენტის ახალი გუნდის წევრებს მუშაობის გამოცდიელბა აქვთ როგორც წამყვან ქართულ, ისე საერთაშორისო ბანკებში როგორიც არის “UBS”, “BNP Paribas”, “Société Générale” და “პროკრედიტ ბანკი”, აგრეთვე პროფესიონალური მომსახურების ფირმებში “Ernst & Young” და “DLA Piper”.