ENG
28 მარტი, 2020

აპრილის პენსია წინასწარ 60+ - ხშირად დასმული კითხვები

1. ვის ეხება აპრილის პენსიის წინასწარ ჩარიცხვის პროექტი? 
აპრილის პენსია წინასწარ დაერიცხა ყველა იმ პენსიის მიმღებ პირს, ვისაც ერიცხება ასაკობრივი პენსია. სხვა ტიპის პენსიის მიმღებ პირებს, პენსია ჩაერიცხებათ სტანდარტულად - 14 რიცხვში.
 
2. როდის შევძლებ აპრილის წინასწარ ჩარიცხული პენსიით სარგებლობას? 
  • ბარათით გადახდისას, პენსია ხელმისაწვდომი იქნება მყისიერად, ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა და აფთიაქებში, ხოლო პენსიის ნაღდი ფულით გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით. 
  • განაღდების გრაფიკის ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.myliberty.ge (თარიღის სანახავად, საკმარისია ვებ გვერდზე 11 ნიშნა პირადი ნომრის ჩაწერა), ან დარეკეთ 032 208 (მობილურიდან) 208 (ქალაქის ნომრიდან) 
3. როგორ მოვიქცე, თუ არ მსურს აპრილის პენსიის წინასწარ აღება?
თანხა ჩაერიცხა ასაკობრივი პენსიის მიმღებ ყველა პირს, თუმცა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ სურვილისამებრ. თანხის საბანკო ანგარიშზე დატოვება, ან გატანა უფასოა. 
 
4. ვისარგებლებ, თუ არა სერვისით „პენსია ჩარიცხვამდე“ თუ ვარ 60 წლის და მეტის? 
თუ ხართ 60 წლის და მეტის, აპრილის თვეში „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით ვერ ისარგებლებთ, ვინაიდან პენსია უკვე ჩარიცხულია. „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ პენსიონერებს, ვისი პენსიაც ჯერ არ ჩარიცხულა და ჩაირიცხება 14 აპრილს.
 
5. პროექტის ფარგლებში სრულად ჩაირიცხა აპრილის თვის პენსია? 
დიახ, აპრილის თვის პენსია დაგერიცხათ სრულად, მათ შორის საპენსიო დანამატიც.
 
6. საკომისიოს თუ ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი?
არა, აპრილის პენსია წინასწარ ჩაირიცხა უფროსი თაობის უსაფრთხოებისთვის, ლიბერთის ინიციატივით. პროექტის ფარგლებში პენსიით სარგებლობა უფასოა.
 
7. აპრილის პენსია წინასწარ ჩაერიცხა, თუ არა ნამსახურებ, მარჩენალდაკარგულ და შშმ პირებს?
აპრილის პენსია ვრცელდება მხოლოდ  ასაკობრივ პენსიონერებზე.
 
8. გამსვლელი მოლარე როდის მომიტანს სახლში? 
28 მარტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. 
 
9. თუ პენსიის მიმღებმა პირმა დღეს გააკეთა მოთხოვნა ბინაზე მომსახურებაზე, ამ 10 დღის განმავლობაში შეძლებენ წინასწარ ჩარიცხული პენსიის მიტანას?
პენსიის მიმღები პირი, რომელიც ახლა დააფიქსირებს ბინაზე მომსახურების სურვილს, გამსვლელი მოლარე ოპერატორი მოემსახურება 14 აპრილიდან 8 სამუშაო დღის განმავლობაში.
 
10. როდის მივიღებ SMS-ს?  
 
SMS-ს მიიღებთ აპრილის პენსიის წინასწარ ჩარიცხვისთანავე (28 მარტს). ჩარიცხული თანხით სარგებლობა შეგეძლებათ მყისიერად ბარათით გადახდისას, ხოლო SMS-ში მითითებულ თარიღში შეძლებთ ბანკომატიდან, ან სერვის ცენტრიდან პენსიის ნაღდი ფულის სახით გამოტანასაც. თარიღი ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ ნებისმიერ დროს www.myliberty.ge-ზე.