ENG
16 ნოემბერი, 2009

სს "საქართველოს სახალხო ბანკის" მთლიანი აქტივები 2009 წლის ოქტომბერში 17.7%-ით გაიზარდა

დღეს სს “საქართველოს სახალხო ბანკმა” 2009 წლის სექტემბერთან შედარებით მთლიანი აქტივების 17.7%-ით გაზრდის შესახებ განაცხადა. 2009 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ბანკის მთლიანი აქტივები 328.2 მილიონ ლარს გაუტოლდა (რაც 2008 წლის აპრილიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი ნიშნულია). ოქტომბერი არის პირველი სრული თვე მას შემდეგ, რაც “ლიბერთი კაპიტალმა” ბანკის სააქციო კაპიტალის 91.218% შეიძინა. სს “საქართველოს სახალხო ბანკის” კლიენტების დეპოზიტები 2009 წლის სექტემბერთან შედარებით 34.7%-ით, 209.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშები 51.4 მილიონ ლარს (სექტემბერთან შედარებით 1.3%-ით შემცირდა), ხოლო ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტები 42.1 მილიონ ლარს გაუტოლდა (სექტემბერთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა). წმინდა სესხების მთლიან დეპოზიტებთან კოეფიციენტი ბანკის არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და 2009 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით 30.4%-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა 2009 წლის ოქტომბერში ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემა განაახლა. მთლიანი ვალდებულებები 2009 წლის სექტემბერთან შედარებით 19.1%-ით გაიზარდა და 311.4 მილიონ ლარს მიაღწია.

ვრცლად