ENG
04 ნოემბერი, 2009

"ლიბერთი კაპიტალი" და "საქართველოს სახალხო ბანკი" სავალდებულო სატენდერო შეთავაზების დაწყების შესახებ აცხადებენ

დღეს სს “სახალხო ბანკის” მფლობელმა “ლიბერთი კაპიტალმა” და “საქართველოს სახალხო ბანკმა” (GSE: BANK) “ლიბერთი კაპიტალის” მიერ სავალდებულო სატენდერო შეთავაზების დაწყების შესახებ განაცხადეს. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ მყიდველი აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, იგი ვალდებულია ყველა დანარჩენ აქციონერს შესთავაზოს მათი აქციების გამოსყიდვა. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი დაადგინა დამოუკიდებელმა საბროკერო კომპანიამ და იგი შეადგენს 0.018 ლარს ერთ აქციაზე, რაც არის იგივე ფასი, რომელიც “ლიბერთი კაპიტალმა” 2009 წლის 19 სექტემბერს “საქართველოს სახალხო ბანკის” 91.218%-ის შესყიდვაში გადაიხადა.