ENG
11 მაისი, 2020

პინის უბარათოდ განულება

პინის უბარათოდ განულება

 


თუ ბარათის პინ კოდი დაგავიწყდა და მის გამოყენებას ვეღარ ახერხებ, ჩვენ შენთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს - პინის განულება და შემდეგ ახლის დაყენება, უკვე ბანკომატებიდან, ბარათის გარეშე გახდა შესაძლებელი. 
 
რა დაგჭირდება ბანკომატიდან პინის გასანულებლად?
 
  • პირადი ნომერი
  • ბარათის ბოლო 4 ციფრი
  • ბანკში დაფიქსირებული აქტიური საკონტაქტო ნომერი
 
როგორ გაანულო პინი უბარათოდ ბანკომატიდან?
 
  1. იპოვე უახლოესი ბანკომატი
  2. მთავარ გვერდზე, მარჯვენა ქვედა კუთხეში, დააჭირე ოპერაციების უკონტაქტოდ შესრულებას
  3. აირჩიე სასურველი ენა
  4. დააჭირე ღილაკს „პინის განულება“
  5. ჩაწერე შენი პირადი ნომერი
  6. მიუთითე იმ ბარათის ბოლო ოთხი ციფრი, რომელზეც გსურს პინის განულება
  7. შეიყვანე SMS კოდი, რომელიც შენს საკონტაქტო ნომერზე მიიღე
  8. პინ კოდი განულებულია, შეგიძლია ახალი დააყენო!
 
გაითვალისწინე
 
  • დამადასტურებელი SMS კოდის 3-ჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, ტრანზაქცია ავტომატურად გაუქმდება
  • თუ ბარათის ბოლო 4 ციფრს ან პირად ნომერს არასწორად შეიყვან, ვერ შეძლებ ოპერაციის შესრულებას
  • თუ ბანკში არ გაქვს დაფიქსირებული საკონტაქტო ნომერი, ვერ მიიღებ SMS კოდს ოპერაციის დასასრულებლად
  • თუ შეყვანილი ბარათის ბოლო 4 ციფრით ერთზე მეტი აქტიური ბარათი გაქვს, ვერ შეძლებ პინის ბანკომატიდან უბარათოდ აღდგენას