ENG
24 აგვისტო, 2020

გახსენი დაგროვებადი ანაბარი ინტერნეტ ბანკიდან

გახსენი დაგროვებადი ანაბარი ინტერნეტ ბანკიდან

 

თუ ლიბერთის ინტერნეტ ბანკის მომსახურებით სარგებლობ, შენთვის ძალიან საინტერესო ახალი ფუნქცია გვაქვს. დაგროვებადი ანაბრის გასახსნელად აღარ არის საჭირო ფილიალში მისვლა, ამის გაკეთება უკვე სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ ბანკიდან გახდა შესაძლებელი. განაცხადის შევსება ძალიან მარტივია და და სულ რამდენიმე წუთს წაგართმევს. 
 
ანაბრის პირობები:
 
  • ანაბრის გახსნა: 5 ლარიდან 
  • ვადა: 6-დან 24 თვემდე 
  • ვალუტა: ლარი, დოლარი ან ევროში
როგორ გახსნა დაგროვებადი ანაბარი ინტერნეტ ბანკიდან?
განაცხადის შესავსებად, აირჩიე „შეთავაზებები“ მთავარი მენიუს კატეგორიებიდან და მიჰყევი მითითებებს. პროცესი სულ ორი ნაბიჯისგან შედგება:
 
  1. განაცხადის ფორმა
    • უთითებ ანაბრის საწყის თანხას 
    • ირჩევ სასურველ ვალუტას
    • განსაზღვრავ ანაბრის ვადას 
    • ირჩევ ანგარიშს, რომლიდანაც გსურს ანაბარზე თანხის გადარიცხვა
    • არქმევ სახელს ანაბრს
       
  2. დადასტურება 
    • ეცნობი ხელშეკრულებას
    • ამოწმებ შევსებული განაცხადის დეტალებს 
    • ადასტურებ
დადასტურების ღილაკზე დაჭერისთანავე, დაგროვებადი ანაბარი მომენტალურად გაიხსნება და მის ნახვას შენი პროდუქტების გვერდზე შეძლებ.