ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
დღეს სს “სახალხო ბანკმა” Visa PayWave პლასტიკური ბარათების გამოშვების შესახებ განაცხადა. სს “საქართველოს სახალხო ბანკი” არის პირველი ბანკი, დსთ-ის, ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში, რომელიც ამ ტიპის ბარათებს გამოუშვებს. სს “საქართველოს სახალხო ბანკი” მომდევნო თვეების განმავლობაში რამდენიმე ათასი Visa PayWave პლასტიკური ბარათის გამოშვებას და 100-მდე უკონტაქტო ტერმინალის დაყენებას აპირებს. საწყის ეტაპზე გადახდის ტერმინალები საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული ქსელის “პე-ეს-პე”-ს აფთიაქებში დაყენდება. “მოხარული ვარ, რომ ჩვენ გავხდით პირველი ბანკი ასეთ დიდ რეგიონში, რომელმაც ეს ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა საკუთარ მომხმარებელს. იმედი მაქვს, Visa PayWave პლასტიკური ბარათები ფართო გავრცელებას ჰპოვებს ჩვენს კლიენტებში. ჩვენ მრავალი ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის განხოციელებას გპირდებით”, აღნიშნა სს “სახალხო ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ.