ENG
30 აგვისტო, 2020

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლში შედის ცვლილება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლში შედის ცვლილება

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

ცვლილება ამოქმედდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან.