ENG
06 ოქტომბერი, 2020

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა გაგრძელდა

 

იმისათვის რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ბანკში ვიზიტის საჭიროება, ლიბერთიმ მიიღო გადაწყვეტილება სოციალურ ბარათებზე პინ კოდის ვადის გაგრძელების შესახებ.

სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ბანკომატში და სავაჭრო ობიექტებში ბარათის (პინ კოდის) მოქმედების ვადა უკვე დასრულდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან, ან დასრულდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად გაუგრძელდებათ 2021 წლის 1 იანვრამდე.