ENG
22 სექტემბერი, 2009

“სახალხო ბანკი” აქციათა საკონტროლო წილის გაყიდვის შესახებ აცხადებს

დღეს “სახალხო ბანკმა” აქციათა საკონტროლო წილის გაყიდვის შესახებ განაცხადა. ბანკის აქციათა 91.218% “Liberty Investments Holding B.V.”-ის (შემდგომში “Liberty”) შვილობილმა კომპანიამ “Liberty Capital LLC” შეიძინა. “Liberty” ახლად დაარსებული საინვესტიციო კომპანიაა, რომლის ძირითადი მიზანი მზარდ ბაზრებზე ფინანსურ სექტორში ინვესტიციების განხორციელებაა. “Liberty”-ის ბენეფიციარი მფლობელები დინუ პატრიჩიუ და ლადო გურგენიძე არიან. “Liberty” ინვესტიციებს განახორციელებს ისეთ ქვეყნებში, სადაც არის ღია, ლიბერალური ეკონომიკა, დაბალი გადასახადები, საიმედო ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, სახელმწიფო მართვის მაღალი სტანდარტები. “სახალხო ბანკის” აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვა, დაფუძნების შემდეგ, “Liberty”-ის მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიციაა. გარდა ამისა, “Liberty” რუმინული საბროკერო კომპანიის “Fairwind Securities” აქციათა 60%-ის შესყიდვის პროცესშია.