ENG
15 მარტი, 2021

„თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების საგაზაფხულო აქცია ლიბერთისგან

„თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების საგაზაფხულო აქცია ლიბერთისგან

 

"თქვენს გზავნილზე საჩუქარია" კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით ყველაზე მეტჯერ მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.

მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც:

  • 100 ლარის მოგების შანსი - ყოველდღე
  • 10 ნოუთბუქი
  • 100 „ჭკვიანი“ საათი
  • ბრენდირებული საჩუქრები ყოველი მე-5 მომხმარებლისთვის

საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია  და საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება, ან გაგზავნა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

გამარჯვებულების გამოვლენის დეტალური პირობები:

  • მთავარი პრიზი, 10 000 ლარი - გადაეცემა მომხმარებელს, რომელიც აქციის პერიოდში ყველაზე მეტჯერ გააგზავნის ან/და მიიღებს საერთაშორისო ფულად გზავნილს.
  • 10 ნოუთბუქი - გადაეცემა მომდევნო TOP 10 მომხმარებელს, რომელიც აქციის პერიოდში ყველაზე მეტჯერ გააგზავნის ან/და მიიღებს ფულად გზავნილს.
  • 100 ჭკვიანი საათი - გადაეცემა მომდევნო TOP 100 მომხმარებელს, რომელიც აქციის პერიოდში ყველაზე მეტჯერ გააგზავნის ან/და მიიღებს ფულად გზავნილს.
  • ბრენდირებული საჩუქარი - გადაეცემა ყოველ მე-5 გზავნილზე. ბრენდირებული საჩუქრის მიმღების პირები გამოვლინდებიან აქციის დასრულებამდე ყოველი თვის 15 რიცხვში.
  • 100 ლარი ყოველდღე -  გამარჯვებულები გამოვლინდებიან ერთი კალენდარული დღის ჭრილში გაგზავნილი ან მიღებული თანხის მოცულობის მიხედვით. საპრიზო თანხის ჩარიცხვა მოხდება სააქციო თვის ბოლო კალენდარულ დღეს. 

აქცია დაიწყო 2021 წლის 15 მარტს და გაგრძელდება 2021 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

* აქციაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც აქციის პერიოდში ხუთჯერ, ან მეტჯერ გააგზავნის ან/და მიიღებს 200 ლარზე მეტ თანხას, მიღება/გაგზავნა შესაძლებელია როგორც ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ასევე დისტანციურად, ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

*თანაბარი რაოდენობის შედეგის დადგომის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება მიღებული და გაგზავნილი თანხის მოცულობას.

*საერთაშორისო ფულადი გზავნილების წინა კამპანიის „თქვენს გზავნილზე მოგებაა“ გამარჯვებულები მონაწილეობას არ მიიღებენ მთავარი პრიზის, ასევე 10 ნოუთბუქისა და 100 ჭკვიანი საათის გამარჯვებულების გამოვლენაში.