ENG
02 ივლისი, 2021

„თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების საზაფხულო აქცია ლიბერთისგან

„თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების  საზაფხულო აქცია ლიბერთისგან

 

"თქვენს გზავნილზე საჩუქარია" საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით ყველაზე მეტჯერ მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.

მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც:

  • 100 ლარის მოგების შანსი - ყოველდღე
  • 100 „ჭკვიანი საათი
  • ბრენდირებული საჩუქრები ყოველი მე-10 მომხმარებლისთვის

საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია  და საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება, ან გაგზავნა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

გამარჯვებულების გამოვლენის დეტალური პირობები:

  • მთავარი პრიზი, 10 000 ლარი - გადაეცემა მომხმარებელს, რომელიც აქციის პერიოდში ყველაზე მეტჯერ გააგზავნის ან/და მიიღებს საერთაშორისო ფულად გზავნილს.
  • 100 ჭკვიანი საათი - გადაეცემა მომდევნო TOP 100 მომხმარებელს, რომელიც აქციის პერიოდში ყველაზე მეტჯერ გააგზავნის ან/და მიიღებს ფულად გზავნილს.
  • ბრენდირებული საჩუქარი - გადაეცემა ყოველ მე-10 გზავნილზე. ბრენდირებული საჩუქრის მიმღები პირები გამოვლინდებიან ყოველთვიურად.
  • 100 ლარი ყოველდღე -  გამარჯვებულები გამოვლინდებიან ერთი კალენდარული დღის ჭრილში გაგზავნილი ან მიღებული თანხის მოცულობის მიხედვით. საპრიზო თანხის ჩარიცხვა მოხდება მომდევნო თვის ბოლო კალენდარულ დღემდე. 

 

აქცია დაიწყო 2021 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

*აქციაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც აქციის პერიოდში ხუთჯერ, ან მეტჯერ გააგზავნის ან/და მიიღებს 200 ლარზე მეტ თანხას, მიღება/გაგზავნა შესაძლებელია როგორც ლიბერთის ნებისმიერ 
სერვის ცენტრში, ასევე დისტანციურად, ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

*თანაბარი რაოდენობის შედეგის დადგომის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება მიღებული და გაგზავნილი თანხის მოცულობას.
* წინა კამპანიის გამარჯვებულები (15.11.2020 - 15.01.2021 და 15.03.2021-15.06.2021) მონაწილეობას არ მიიღებენ მთავარი პრიზების გამარჯვებულის გამოვლენაში (10,000 ლარი, 100 ჭკვიანი საათი).