ENG
27 ივლისი, 2021

ლიბერთის და მასტერქარდის ეკო-მეგობრული გათამაშება დაიწყო

ლიბერთის და მასტერქარდის ეკო-მეგობრული გათამაშება დაიწყო

 

ლიბერთის და მასტერქარდის ერობლივი გათამაშება დაიწყო. განახორციელე მინიმუმ 20 ლარიანი ტრანზაქცია ლიბერთის Mastercard-ის ბარათით და ავტომატურად გახდი ყველაზე ეკო-მეგობრული გათამაშების მონაწილე. გათამაშება 31 აგვისტომდე გრძელდება და შანსი გაქვს მოიგო მანქანა, მოპედი ან სკუტერი.

Mastercard-ი ეკო-საქველმოქმედო მიზნებისთვის ყოველი გათამაშებაში მონაწილე ტრანზაქციისთვის სიმბოლურ თანხას გადარიცხავს ეკო-საქველმოქმედო ფონდში, მწვანე ნარგავების დედამიწის მასშტაბით გავრცელების მიზნით, რათა ხელი შეუწყოს გარემოზე ზრუნვას.

გათამაშების საპრიზო ფონდი:
 

პრიზი

რაოდენობა

ერთეულის ღირებულება

(საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით)

ჯამური ღირებულება

(საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით)

ავტომანქანა

"ტოიოტა  C-HR 2020"

1 101.515.00 ლარი 101.515.00 ლარი

ელეტრო სკუტერი

"RKS G48"

8 1.250.00 ლარი 10.000.00 ლარი

ელექტრო მოპედი

RKS GT3"

10 3.625.00 ლარი 36.250.00 ლარი


გათამაშების ჩატარების ვადები:

  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით
  • გამარჯვებული გამოვლინდება 13 სექტემბერს


გათამაშებაში მონაწილე პირები:

  • საქართველოს რეზიდენტი 18 წელს ზემოთ პირები, რომლებიც ფლობენ საქართველოში გაცემულ Mastercard-ის ბრენდის ბარათებს
  • გათამაშების პერიოდში განახორციელებენ მინიმუმ 20 ლარის ტრანზაქციას საქართველოში გაცემული ბარათით POS ტერმინალებზე და ასევე ონლაინ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
  • Სრულად ეთანხმებიან გათამაშების წესებსა და პირობებს


გათამაშების ჩატარების მექანიკა:

  • საქართველოს რეზიდენტი  რომელიც საქართველოში გაცემული Mastercard-ის ნებისმიერი ბარათით განახორციელებს მინიმუმ 20 ლარის ტრანზაქციას საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განლაგებულ პოს-ტერმინალებში და ონლაინ შესყიდვების მეშვეობით, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე.
  • გათამაშების პერიოდის განმავლობაში ტრანზაქციათა რაოდენობა შეუზღუდავია და დამოკიდებულია „გათამაშების მონაწილეთა“ აქტიურობაზე.
  • ყოველ გადახდილ 20 ლარსა და განხორციელებულ ერთ ტრანზაქციაზე გათამაშების მონაწილეს ენიჭება ერთი ბილეთი.
  • ერთი დღის განმავლობაში ერთიდაიგივე წყაროდან - POS ტერმინალიდან შესაძლოა მხოლოდ 3 გადახდის აღრიცხვა გათამაშებაში მონაწილე ტრანზაქციად.
  • გათამაშების მონაწილეს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი რაოდენობის Mastercard-ის ბრენდის ნებისმიერი ბარათი.
  • გათამაშების მონაწილეს, მის ანგარიშზე არსებული ბილეთების რაოდენობის გაგება შეუძლია კონკრეტული ბარათის საბანკო ამონაწერით: თითოეულ 20 ლარისა და ზემოთ ტრანზაქცია უტოლდება 1 (ერთი) ბილეთს.

გათამაშების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით  ბმულზე.