ENG
19 აგვისტო, 2021

ლიბერთის სოციალური ბარათებზე პინ კოდის ვადა 1 ნოემბრამდე გაგრძელდა.

ლიბერთის სოციალური ბარათებზე პინ კოდის ვადა 1 ნოემბრამდე გაგრძელდა.

 

ქვეყანაში COVID 19 პანდემიით გამოწვეული ვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, ლიბერთი საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადას კიდევ ერთხელ ახანგრძლივებს. 

კერძოდ, ლიბერთის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი  გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომელთა საპენსიო თუ სხვა სოციალური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში იწურება, ეს ვადა ავტომატურად გაუგრძელდებათ 1 ნოემბრამდე და ბარათების მფლობელებს არ მოუწევთ ბანკის ფილიალებში ვიზიტი პინ-კოდის განსაახლებლად. 

ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და ყოველთვის ვზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე.  შესაბამისად, კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ, რომ ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებმა ბანკში ვიზიტის გარეშე, შეუფერხებლად შეძლონ  როგორც ბანკომატით, ისე გადახდის ტერმინალებით სარგებლობა“, - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა 

მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ დანერგა გადახდის ტერმინალიდან თანხის გატანის ინოვაციური სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს საკუთარი ანგარიშიდან მიიღონ 50 ლარამდე თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე, ნიკორა სუპერმარკეტის ქსელის, პსპ, ავერსი და ფარმადეპოს ყველა აფთიაქის გადახდის ტერმინალების საშუალებით. 

გარდა ამისა, საპენსიო და სხვა სოციალური ბარათების მფლობელები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ: ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, სოციალური ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები მოქმედებს ევექსი კლინიკებში,  ფარმადეპოს აფთიაქებსა და ნიკორა სუპერმარკეტის ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.