ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack Visa-სთან ერთად წინასასკოლო აქციას იწყებს.
აქციის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი - 30%, 40% და 50% CashBack მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე.
მეგობარი ობიექტები, რომლებშიც მომხმარებლები შეძლებენ სპეციალური აქციით სარგებლობას:
ყველაზე მაღალი CashBack-ის მიღების წესები მარტივია:
*შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack-ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge. თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 400-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.