ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
16 ნოემბერი 2010 – დღეს ლიბერთი ბანკი ოფიციალურად აცხადებს რაგბის სპონსორობის ფარგლებში ახალი მოთხოვნამდე ანაბრის პატრიოტი გაყიდვების დაწყებას. მოთხოვნამდე ანაბარი პატრიოტი საქართველოს რაგბის კავშირის მხარდამჭერი და 20-27 ნოემბრის საქართველო-კანადა და საქართველო-აშშ სარეიტინგო ტესტ-მატჩების ოფიციალური სპონსორი ხდება.
ანაბარი პატრიოტი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს სთავაზობს წლიურ 10%-იან სარგებელს, მისი გახსნა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი. პატრიოტი ბაზარზე არსებულ მოთხოვნამდე ანაბრებს შორის კლიენტებს ყველაზე მაღალ სარგებელს და მოქნილ პირობებს სთავაზობს – სარგებლის დარიცხვა ხდება არა მხოლოდ ანაბარზე განთავსებულ თანხაზე, არამედ მასზე დარიცხულ სარგებელზეც. თანხის ან/და დარიცხული სარგებლის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, საკომისიოს გარეშე. პატრიოტზე თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი ოდენობით.
ლიბერთი ბანკის ინიციატივით რაგბის გულშემატკივრები, სურვილისამებრ, უფასოდ მიიღებენ პატრიოტის სიმბოლიკიან მანქანის აქსესუარს. აღნიშნული აქსესუარის მანქანის სარკეზე მიმაგრება მარტივად არის შესაძლებელი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ნებისმიერი გულშემატკივრისთვის. აქსესუარის მიღება შესაძლებელი იქნება 16 ნოემბრიდან ლიბერთი ბანკის ცენტრალურ ფილიალში ი. ჭავჭავაძის გამზ. 74 და ახალ 24-საათიან სერვის ცენტრში მ. კოსტავას გამზ. 24.