ENG
15 მარტი, 2022

"ლიბერთიმ" "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მიგრაციის პროცესი დაასრულა

"ლიბერთიმ" "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მიგრაციის პროცესი დაასრულა

 

დასრულდა სს ლიბერთი ბანკის მიერ სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელის მიგრაციის პროცესი. პორტირებაზე შესაბამისი კომუნიკაცია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად, ყველა მსესხებლისა და დეპოზიტარის ინტერესების დაცვით განხორციელდა.

ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში ემსახურება. მომხმარებლები დეტალურ ინფორმაციას მომსახურე ბანკირებისგან შეუფერხებლად იღებენ.

სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.