ENG
01 აპრილი, 2022

ლიბერთიმ დაასრულა ვითიბი ბანკ ჯორჯიას ოქროს ლომბარდის მიგრაციის პროცესი

ლიბერთიმ დაასრულა ვითიბი ბანკ ჯორჯიას ოქროს ლომბარდის  მიგრაციის პროცესი

 

წარმატებით დასრულდა სს ლიბერთი ბანკის მიერ სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას ოქროს ლომბარდის პორტფელის მიგრაციის პროცესი.

პროცესი ოპერატიულად, უმოკლეს ვადაში განხორციელდა და პორტირებაზე შესაბამისი კომუნიკაცია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად, ყველა მსესხებლის ინტერესების სრული დაცვით განხორციელდა.

ვითიბი ბანკ ჯორჯიას ოქროს ლომბარდით მოსარგებლე 10 ათასზე მეტ მომხმარებელს დღეიდან სს ლიბერთი ბანკის ფილიალები მოემსახურება. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლიბერთის გუნდს დღეიდან შეუერთდება ვითიბი ბანკ ჯორჯიას ოქროს ლომბარდის თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი.  

სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.